მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Nari განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - რა სერვისებს სთავაზობს კერამიკის სტუდია მომხმარებელს?
Nari განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - რა სერვისებს სთავაზობს კერამიკის სტუდია მომხმარებელს?

Nari განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - რა სერვისებს სთავაზობს კერამიკის სტუდია მომხმარებელს?

BM.GE11 ივნისი, 2026, 19:55|bm.ge

კერამიკის სტუდია Nari-ს თანადამფუძნებელი თამარ საბახტარაშვილი აცხადებს, რომ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საქმიანობას უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული მიმართულებით აფართოებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

საბახტარაშვილის თქმით, Nari-ს ისტორია 2022 წელს იწყება. ბრენდის შექმნა კი ორი თანამოაზრის იდეაზეა დაფუძნებული, რომლებიც კერამიკით იყვნენ დაინტერესებულნი და სურდათ შეექმნათ სივრცე, სადაც როგორც საკუთარი შემოქმედებითი იდეების რეალიზება, ისე ცოდნის გაზიარება იქნებოდა შესაძლებელი.

"ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები მოვიდოდნენ, განიტვირთებოდნენ, საკუთარ შემოქმედებითობას გააღვიძებდნენ და სემინარების საშუალებით ახალ ჰობს შეიძენდნენ. სწორედ ამ იდეამ ჩაუყარა საფუძველი „ნარის“ შექმნას", – აცხადებს საბახტარაშვილი.

მისი თქმით, ბოლო წლებში კერამიკის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება, რადგან ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან ნივთი საკუთარი ხელით და შემოქმედებით პროცესში ჩაერთონ.

"კერამიკა ძალიან თერაპიული პროცესია. ადამიანები ხშირად მოდიან იმ მოლოდინით, რომ ვერ შეძლებენ რაიმეს შექმნას, თუმცა პროცესის ბოლოს აღმოაჩენენ, რომ მათში ბევრად მეტი პოტენციალია, ვიდრე წარმოედგინათ", – აღნიშნავს ის.

საბახტარაშვილის თქმით, სტუდია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ნულიდან სწავლებას, ისე ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამებს. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოცდილების გაზიარებას, რადგან დამფუძნებლები თავად თვითნასწავლი კერამიკოსები არიან.

"ჩვენ თვითონაც ნულიდან დავიწყეთ, ბევრი შეცდომითა და ექსპერიმენტით მივიღეთ დღევანდელი ცოდნა. ამიტომ გვინდა, სხვებს ეს გზა გავუმარტივოთ და გამოცდილება გავუზიაროთ", - ამბობს ის.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ბაზარზე ცვლილებებმა და მომხმარებლის ქცევამ Nari-ს სტრატეგიაც შეცვალა და პროდუქციის გაყიდვების შემცირების ფონზე მთავარი ფოკუსი სერვისებზე გადავიდა.

"ბოლო წლებში პროდუქციის გაყიდვები შემცირდა, ამიტომ უფრო მეტად ვკონცენტრირდით სემინარებზე, კორპორატიულ მასტერკლასებსა და გასვლით ღონისძიებებზე. დღეს ადამიანები უფრო მეტად გამოცდილებას ირჩევენ, ვიდრე ნივთის შეძენას", - აცხადებს საბახტარაშვილი.

მისი შეფასებით, კერამიკული ნაწარმი შრომატევადი პროცესის გამო ვერ იქნება დაბალფასიანი პროდუქტი, რადგან ფასწარმოქმნაში გათვალისწინებულია წარმოების, მარკეტინგისა და შრომითი რესურსის ხარჯები. საბახტარაშვილის თქმით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს განვითარებას როგორც სერვისების მიმართულებით, ისე მცირე, ექსკლუზიური არტნამუშევრების შექმნის კუთხით.

"ჩვენ გვინდა, რომ Nari იყოს არა მხოლოდ პროდუქტის შემქმნელი, არამედ გამოცდილების სივრცე. პარალელურად კი გავაგრძელებთ დამოუკიდებელ არტისტულ საქმიანობას და შევქმნით უფრო მცირე, უნიკალურ ნამუშევრებს", – განაცხადა თამარ საბახტარაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

BM.GE

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

BM.GE

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

BM.GE

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE