ორიგინალი
ნათია თურნავა ტაილანდში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
BM.GE·11:39

ნათია თურნავა ტაილანდში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

12 ოქტომბერი, 2026 · 11:39

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იერუნ კლიკსა და მარნიქს ვან რეისთან, ასევე შეხვდება ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს. სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი IMF-ის ორგანიზებით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს „Governor Talk“ სესიაში, სადაც გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვაზე, დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავენ ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველთან, ასევე ნათია თურნავა შეხვდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებიც. ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნათია თურნავა ტაილანდში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

თემა: შეხვედრაზე

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ფორმულა·14:56
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • ტვ პირველი·14:18
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკის შეხვედრის წინ თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული იყო იური ბალაშოვი
  • იმედი·14:16
    პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები - გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, ეს საკითხი ამოიწურება
  • რუსთავი 2·14:13
    პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: "დიფ სთეითის" მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირისპირდება თავად ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ხელწერა იგივეა, იმედი მაქვს ამას გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლებაში
შეხვედრაზებანკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·17:16

რუსთაველის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, საახალწლო ღონისძიებების გამო შუქნიშნები მოგვიანებით ჩაირთვება - კალაძე

რუსთაველის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, საახალწლო ღონისძიებების გამო შუქნიშნები მოგვიანებით ჩაირთვება - კალაძე
BM.GE·16:40

რა ქონებით დატოვა შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა

რა ქონებით დატოვა შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა
BM.GE·16:32

სად (არ) არის აკრძალული სუროგაცია - როგორია საერთაშორისო პრაქტიკა

სად (არ) არის აკრძალული სუროგაცია - როგორია საერთაშორისო პრაქტიკა
BM.GE·16:20

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის გაზრდა მოითხოვა

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის გაზრდა მოითხოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.