მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა
ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 17:10|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ფასი ერთ თვეში 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ზრდა 65%-ს აჭარბებს. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის თითქმის 95 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 5%-იან და წლის განმავლობაში 65%-იან ზრდას წარმოადგენს.

ნავთობის პარალელურად, მკვეთრად არის გაძვირებული ბუნებრივი აირი, რომელიც მეგავატ/საათზე 79 ევროს აღწევს, რაც ერთ თვეში 30%-იან ზრდას წარმოადგენს. ცნობისთვის, წელს გაზი თითქმის 180%-ით არის გაძვირებული.

დღეს ნავთობის მკვეთრი გაძვირება სპარსეთის ყურეში აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების მორიგ ტალღას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ამერიკულმა მხარემ ირანული ნავთობმზიდები გაანადგურა მას შემდეგ, რაც თეირანმა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით იერიშის მიტანა სცადა.

პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ოთხ ქალაქზე მიიტანეს იერიში, რასაც 70-ზე მეტი ადამიანის დაშავება და ნავთობობიექტებზე ხანძრის გაჩენა მოჰყვა.

ენერგომატარებლების გაძვირება გლობალური ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის შიშებს ამძაფრებს. არსებული პროგნოზით, ეკონომისტები წლის ბოლომდე აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სულ მცირე ერთჯერად ზრდას ელოდებიან. თუკი ნავთობის ფასი 100-დოლარიან ნიშნულზე მაღლა შენარჩუნება, მაშინ შეიძლება FED-ს ორი ინტერვენცია მოუწიოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

BM.GE

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

BM.GE

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

BM.GE