მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობის ფასმა ბარელზე 91 დოლარს მიაღწია
ნავთობის ფასმა ბარელზე 91 დოლარს მიაღწია

ნავთობის ფასმა ბარელზე 91 დოლარს მიაღწია

BM.GE21 ივლისი, 2026, 20:21|bm.ge

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაციისა და აშშ-ირანის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად იზრდება.

ამჯერად ბარელი Brent-ის ფასმა 91 დოლარს მიაღწია, რაც ერთ კვირაში 7%-ით და ერთ თვეში 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასევე ანალოგიური ზრდა აქვს ამერიკულ WTI-ს. ხოლო რუსული Urals-ის ფასი 11.5%-ითაა ერთ კვირაში გაზრდილი და ამჟამად 69 დოლარს აღწევს.

მკვეთრი ზრდა აქვს ბუნებრივ აირსაც, ის ევროპის მასშტაბით 12%-ით გაძვირდა და მეტავატი/საათი ენერგიის ფასმა 60 ევროს მიაღწია, რაც ერთთვიან პერიოდში 42%-იან მატებას წარმოადგენს.

საერთო ჯამში, ინვესტორებს ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივად ჩაკეტვის, რეგიონში წარმოების შეფერხების და პოტენციურად ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეტვის პერსპექტივა აშფოთებთ, რაც ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას იწვევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწიაიმედი
  • რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 1-ელ სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE