მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2022 წელს მთავრობისგან ნასესხები ₾230 მილიონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია
ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2022 წელს მთავრობისგან ნასესხები ₾230 მილიონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია

ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2022 წელს მთავრობისგან ნასესხები ₾230 მილიონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 03:34|bm.ge

ნავთობის და გაზის კორპორაციას 2022 წელს მთავრობისგან ნასესხები თანხის ნახევარი ამ დრომდე არ გადაუხდია.

230 მლნ ლარი კორპორაციამ 2022 წელს ისესხა, მიზანი ე.წ ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვა და კომპანიის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფა იყო. 2024 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დააკონკრეტა, რომ თანხა საჭირო იყო ერთიანად დიდი მარაგის შესყიდვისთვის, რათა გაზის ღირებულება ყოფილიყო უფრო დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

ფისკალური რისკების ანალიზში წერია, 2025 წელს კომპანიამ 47.7 მლნ ლარი გადაიხადა საპროცენტო სარგებლის სახით. ამ მომენტისთვის დარჩენილი სესხის ძირი კი, 110 მილიონ ლარს შეადგენს და მისი სრულად დაფარვა 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმით, სესხის დაფარვა დაგეგმილი იყო 2 ეტაპად 2023-2024 წლებში, თუმცა შემდეგ კორპორაციას გადახდის გრაფიკი დაუკორექტირეს. 2024 წელს ითქვა, რომ სესხის გადახდა გრაფიკით მიმდინარეობდა და საბოლოოდ სრული გადახდა 2025 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში, მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაციმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგორუსთავი 2
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

რა მდგომარეობაშია ირანის ეკონომიკა და როგორ ინარჩუნებს მთავრობა ძალაუფლებას?

რა მდგომარეობაშია ირანის ეკონომიკა და როგორ ინარჩუნებს მთავრობა ძალაუფლებას?

BM.GE

რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ის ფარგლებში განისაზღვრა

რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ის ფარგლებში განისაზღვრა

BM.GE

„ყველაფრის, მათ შორის, ჩვენი მთავრობის შეცდომების ფასს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით“ - სანდრო ურუშაძე

„ყველაფრის, მათ შორის, ჩვენი მთავრობის შეცდომების ფასს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით“ - სანდრო ურუშაძე

BM.GE

დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი $468 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი $468 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE