
ნორვეგიელი ნავთობმომპოვებლები იფიცებიან – რა არის მიზეზი?
ნორვეგიის შელფზე დასაქმებული ნავთობისა და გაზის სექტორის თანამშრომელთა თითქმის 8% მიმდინარე წლის 5 ივნისიდან გაფიცვას გეგმავს. როგორც ირკვევა, მუშები პროტესტს იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ სახელმწიფო შუამავლობით მიმდინარე სახელფასო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.
პროფკავშირების მონაცემებით, პროცესში სამი წამყვანი ორგანიზაცია – Styrke, Lederne და Safe მონაწილეობს, რომლებიც ჯამში 8 100-მდე წევრს აერთიანებენ. მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, საპროტესტო ტალღის პირველ ეტაპზე მუშაობას 617 თანამშრომელი შეაჩერებს, რაც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, წარმოების უფრო მასშტაბურ შეფერხებაში გადაიზარდოს.
მოლაპარაკებების მონაწილე ნავთობკომპანიების ასოციაციის განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას მოახდენს შესაძლო გაფიცვა მოპოვების მოცულობაზე. ასევე რთული სათქმელია, გამოიწვევს თუ არა ეს ნავთობის გაძვირებას.
ცნობისთვის, ნორვეგია დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელზე მეტ ენერგორესურსს მოიპოვებს, რაც თითქმის თანაბრად იყოფა ნედლ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ოსლო ევროპის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელია და კონტინენტის წლიური მოხმარების მესამედს ფარავს, ნავთობის გლობალურ ბაზარზე კი ნორვეგია ევროპულის რეგიონის მოთხოვნის 15%-ს უზრუნველყოფს.
ექსპერტების შეფასებით, მიწოდების ნებისმიერი ფორმით შემცირება მკვეთრად აისახება საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ირანის ომის გამო ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტი ისედაც შეზღუდულია.
BM.GE
წყარო: bm.ge