მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა
ნოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა

ნოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა

BM.GE3 ივლისი, 2026, 18:23|bm.ge

უკრაინის თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის გამო, ნოვოროსიისკმა კერძო მძღოლებისთვის ბენზინის მიყიდვა შეაჩერა. როგორც ირკვევა, შავი ზღვის უმსხვილეს საექსპორტო პორტში ბენზინს სპეციალური ბარათებით მხოლოდ მუნიციპალური სამსახურები და ბიზნესის წარმომადგენლები შეიძენენ.

ამ შეზღუდვის ამოქმედებას მარტივი მიზეზი აქვს - ნოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა და დარჩენილი მარაგის გადანაწილება მთავრობას შედარებით სტრატეგიულად სურს.

შექმნილი დეფიციტის შესამსუბუქებლად, რუსეთის მთავრობამ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს გოგირდის მაღალი შემცველობის საწვავის წარმოების ნებართვაც მისცა. პარალელურად, ქვეყანა აქტიურად იწყებს საწვავის იმპორტს ყველა იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთისთვის ბენზინის და დიზელის მიწოდება სურს.

რუსეთის მცდელობების მიუხედავად, უკრაინული მხარე რუსულ ენერგოობიექტებზე საჰაერო იერიშებს რეგულარულად ახორციელებს, ამიტომ ინფრასტრუქტურის აღდგენა ამჟამად ფაქტობრივად შეუძლებელია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერატორი საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ 50-50%-ით თანადაფუძნებული კომპანია იქნება

ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერატორი საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ 50-50%-ით თანადაფუძნებული კომპანია იქნება

BM.GE

5 თვეში ბათუმის პორტმა 3.4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა

5 თვეში ბათუმის პორტმა 3.4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა

BM.GE

EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი

EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი

BM.GE

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერთან პანორამული პლატფორმის მოწყობა იგეგმება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერთან პანორამული პლატფორმის მოწყობა იგეგმება

BM.GE