ორიგინალი
"ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებ
BM.GE·13:22

"ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებ

12 ოქტომბერი, 2026 · 13:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის მიერ კონკრეტული ქართული კომპანიების პროდუქტის იმპორტის შეზღუდვის მოტივი უცნობია და ხელისუფლება გაარკვევს ამ საკითხს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა შეზღუდვები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, მათ შორის „ნაბეღლავის“, ხარისხს, თუ რუსეთის გადაწყვეტილებას შესაძლოა პოლიტიკური მოტივი ჰქონოდა. რაზედაც პაპუაშვილმა უპასუხა:

„როგორც შევიტყვეთ, შეზღუდვა რამდენიმე კომპანიას ეხება და არა ზოგადად ღვინოს ან სხვა სასმელს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით არის მიღებული. ეს გასაკვირია, რადგან გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, რა იქნება. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ შემთხვევაში მისი საფუძველიც გაუგებარია. ის ინტერპრეტაციები, რომელიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, რა ნიშნით შეიძლებოდა რუსეთს კონკრეტული ღვინოებისა და „ნაბეღლავის“ იმპორტი შეეზღუდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი გაურკვეველია და საკითხს მთავრობა შეისწავლის.

„კიდევ ერთხელ, რა არის საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა, გაურკვეველი, გაუგებარი. ამას ვამბობთ, რომ მთავრობა გაერკვევა ამ საკითხებში და იმედია, რომ გადაწყვეტილებები შეიცვლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება საკითხის გარკვევას, პაპუაშვილმა მოკლედ უპასუხა: „მოიკითხავთ, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან“.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის დამოკიდებულების რისკებს, მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის რისკები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც არსებობს, ამიტომ ხელისუფლებამ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ქართულ ბიზნესს ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს და ესკალაციის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

„რისკები რუსულ და ევროკავშირის ბაზარზეც არის - ყველგან არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს, რომ ყველაზე სარფიანი იყოს მისი ბიზნესი, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი თქვით რუსულ ბაზარზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებ

თემა: რუსული

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • რუსთავი 2·14:37
    პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა ურთულესია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა
  • იმედი·14:25
    პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, აქედან გამომდინარე, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა, ეს არის საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას
  • GHN·13:46
    დღეს სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია, ამას უკვე კობახიძის ემისარიც აღიარებს, რომელიც თურმე გაოგნებულია, თუმცა, უფრო გამაოგნებელი ისაა, რომ ის რუსეთისგან ეკონომიკურ შანტაჟს არ ელოდა - გრიგოლ გეგელია
  • ამბები.ge·11:55
    უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·17:16

რუსთაველის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, საახალწლო ღონისძიებების გამო შუქნიშნები მოგვიანებით ჩაირთვება - კალაძე

რუსთაველის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება, საახალწლო ღონისძიებების გამო შუქნიშნები მოგვიანებით ჩაირთვება - კალაძე
BM.GE·16:40

რა ქონებით დატოვა შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა

რა ქონებით დატოვა შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა
BM.GE·16:32

სად (არ) არის აკრძალული სუროგაცია - როგორია საერთაშორისო პრაქტიკა

სად (არ) არის აკრძალული სუროგაცია - როგორია საერთაშორისო პრაქტიკა
BM.GE·16:20

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის გაზრდა მოითხოვა

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის გაზრდა მოითხოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.