მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

BM.GE11 აგვისტო, 2026, 15:00|bm.ge

2026 წლის 3 აგვისტოდან პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოზიციას პუნჰან ნარიმანოვი იკავებს.

მისი ხელმძღვანელობით, ბანკი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერას, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სტრატეგიული გეგმების განხორციელებას.

პუნჰან ნარიმანოვმა საბანკო კარიერა 2007 წელს Kapital Bank OJSC-ში დაიწყო, სადაც ხაზინისა და ფულადი სახსრების მართვის მიმართულებით არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა.

2021–2022 წლებში, როგორც Komtec Ltd. LLC-ის („MilliÖn“) გენერალური დირექტორი, კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას უძღვებოდა.

2022 წლის აპრილიდან მას PashaPay LLC-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც ოპერაციებს, პროდუქტების განვითარებას, ფინანსებსა და სხვა მნიშვნელოვან ბიზნეს მიმართულებებს მართავდა. მოგვიანებით დაინიშნა გენერალურ დირექტორად და პასუხისმგებელი იყო კომპანიის სტრატეგიულ ზრდასა და განვითარებაზე.

პუნჰან ნარიმანოვმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო მოსკოვის ტუროს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ფინანსების მაგისტრის ხარისხი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში. მოგვიანებით მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო IE Business School-ში.

პაშა ბანკის შესახებ

პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორაციული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და პარალელურად უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. - „ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რას წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რას წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

BM.GE

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

BM.GE

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

BM.GE