მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პასუხი შესაბამის დროში იქნება" - პაველ ჰერჩინსკი შალვა პაპუაშვილისგან წერილის მიღებას ადასტურებს
"პასუხი შესაბამის დროში იქნება" - პაველ ჰერჩინსკი შალვა პაპუაშვილისგან წერილის მიღებას ადასტურებს

"პასუხი შესაბამის დროში იქნება" - პაველ ჰერჩინსკი შალვა პაპუაშვილისგან წერილის მიღებას ადასტურებს

BM.GE9 მაისი, 2026, 19:16|bm.ge

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩისნკი ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან წერილი მიიღო და ამბობს, რომ ეს წერილი მათ მთავარ ოფისს გადაუგზავნა და პასუხი შესაბამის დროში იქნება. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითვხის საპასუხოდ განაცხადა.

„დიახ, ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მივიღე. წერილი ჩვენს მთავარ ოფისს გადავუგზავნეთ და პასუხი შესაბამის დროში იქნება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიწვეულები იყვნენ თუ არა "ევროპის დღის" ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლები, ელჩმა უპასუხა, რომ ღონისძიება ყველასთვის ღიაა.

„ეს ღია ღონისძიებაა. ჩვენ ყველანი მოვიწვიეთ. ნახავდით პოსტერებს ქალაქში, ასევე რეკლამებს სოციალურ ქსელებში. ყველას ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს და ევროპის დღე ჩვენთან ერთად აღნიშნოს“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.

პაველ ჰერჩინკის აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსი პროცედურები უნდა გაიაროს.

„ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE