მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?
პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 20:19|bm.ge

2027 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებისთვის 358.3 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმასთან შედარებით 34.8 მლნ ლარით, 10.8%-ით მეტია. 2026 წელს ამ მიმართულების ბიუჯეტი 323.5 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის ფაქტობრივი მაჩვენებელი 290.6 მლნ ლარი იყო.

2027 წლის გეგმის მიხედვით, მთლიანად პროგრამის ფარგლებში ხარჯები 318.3 მლნ ლარს, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდა 40 მლნ ლარს შეადგენს. შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია 155 მლნ ლარი, მაშინ როდესაც 2026 წელს ეს მაჩვენებელი 143 მლნ ლარი იყო.

პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რიცხოვნობა 2027 წელს 4,070 ადამიანით არის განსაზღვრული, რაც 2026 წლის გეგმაში გათვალისწინებულ რაოდენობას უცვლელად ემთხვევა.

პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

• პენიტენციური სისტემის მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება - 2027 წელს 306.3 მლნ ლარი, 2026 წელს - 277.5 მლნ ლარი. ზრდა 28.8 მლნ ლარია, ანუ დაახლოებით 10.4%. • ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა - 2027 წელს 12 მლნ ლარი, 2026 წელს - 11 მლნ ლარი. • პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 2027 წელს 40 მლნ ლარი, 2026 წელს - 35 მლნ ლარი. ზრდა 5 მლნ ლარს, 14.3%-ს შეადგენს. აღნიშნული თანხა მთლიანად არაფინანსური აქტივების ზრდაზეა მიმართული.

ცნობისთვის, ყველა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველა საჯარო მოხელის, მათ შორის პენიტენციურის თანამშრომლების ხელფასებიც 8.6%-ით გაიზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

BM.GE

ვის ეკუთვნის მოდის გლობალური იმპერია? - ყველაზე მდიდარი დინასტიები

ვის ეკუთვნის მოდის გლობალური იმპერია? - ყველაზე მდიდარი დინასტიები

BM.GE

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

BM.GE

“მგონია, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს” - ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს წელსაც დაასუბსიდირებს

“მგონია, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს” - ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს წელსაც დაასუბსიდირებს

BM.GE