მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე
პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე

პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 01:32|bm.ge

დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვედა დონეზე მუშაობა გასაგრძელებელია და ამაში საზოგადოების როლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია კორუფციის საკითხთან დაკავშირებითაც. უფრო ადვილია ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. რაც შეეხება ქვედა დონეზე კორუფციას, აქ მუდმივად არის ბრძოლა საჭირო. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მენტალურად ნაკლებად არიან ადამიანები მიდრეკილნი კორუფციისკენ, იგულისხმება ჩრდილოეთის ქვეყნები, მაგალითად - სკანდინავიის ქვეყნები, იქაც კი არის კორუფცია. ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ არის კორუფცია. შესაბამისად, კორუფციას სჭირდება მუდმივი ბრძოლა ქვედა დონეზე, პირველ რიგში. ჩვენ პრინციპულად მოვახერხეთ ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა იყო სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდებოდა დაახლოებით 3-წლიან პერიოდს ჩვენი მმართველობის, დაგროვდა ეს პრობლემები და როგორც კი მოხერხდა ამ პრობლემების სათანადოდ იდენტიფიცირება, საბოლოო ჯამში, გადავალაგეთ სისტემა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია. ქვედა დონეზე გასაგრძელებელია მუშაობა და ამაში საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენს ოპონენტებსაც ვესაუბრებით ხოლმე, არამარტო საზოგადოების წევრებს, ოპონენტებსაც ვეუბნებით ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს, მაგალითად აიღონ ნებისმიერი მინისტრი და დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება. ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია, გავიმეოროთ ეს დაპირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძე

„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძე

BM.GE

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

BM.GE

„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია... ათზე მეტი შეხვედრა მქონდა“ - კობახიძე მაღაროელების პრობლემებზე

„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია... ათზე მეტი შეხვედრა მქონდა“ - კობახიძე მაღაროელების პრობლემებზე

BM.GE

მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEA

მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEA

BM.GE