მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა - ამოღებულია 7 კგ და 46 ლიტრი „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“
პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა - ამოღებულია 7 კგ და 46 ლიტრი „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“

პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა - ამოღებულია 7 კგ და 46 ლიტრი „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“

BM.GE3 ივლისი, 2026, 01:00|bm.ge

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 5 კილოგრამი და 5 ლიტრი „მეფედრონი“ და 2 კილოგრამი და 41 ლიტრი სითხის სახით არსებული „ალფა პვპ“.

პროკურატურის განცხადებით, ოთხივე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ.

აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულადფორმულა
  • სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყორუსთავი 2
  • ერთი დღე სასამართლო პროცესამდე - ცოტნე მირცხულავას ინფორმაციით, პროკურატურა მის წინააღმდეგ საპატიმრო გირაოს მოითხოვსტვ პირველი
პროკურატურამ →წარუდგინა →ბრალი →

მსგავსი სტატიები

2026 წლის საუკეთესო ქვეყნები ექსპატებისთვის საცხოვრებლად - TOP-10

2026 წლის საუკეთესო ქვეყნები ექსპატებისთვის საცხოვრებლად - TOP-10

BM.GE

საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა

საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა

BM.GE

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

BM.GE

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

BM.GE