მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურამ შპს "სკაიფორტის" ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ შპს "სკაიფორტის" ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ შპს "სკაიფორტის" ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ბრალდება წარუდგინა

BM.GE26 ივლისი, 2026, 15:29|bm.ge

პროკურატურამ შპს "სკაიფორტის" ყოფილ და მოქმედ დირექტორებს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებს.

კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ, შპს „სკაიფორტის" მოქმედმა და ყოფილმა დირექტორებმა, ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში, ეტაპობრივად 1 438 777 აშშ დოლარი მიითვისეს. ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ 519 900 აშშ დოლარს და 100 800 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სკაიფორტის” დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.

"დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და მესამე ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 377-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი და დირექტორი კახაბერი აბზიანიძეა, რომელიც კომპანიას დაარსებიდან ფლობდა, თუმცა გასული წლის 27 ოქტომბრამდე დირექტორი კორნელი კიღურაძე იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინესფორმულა
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი?

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი?

BM.GE

2026 წლის 6 თვეში ენერგეტიკაში FDI 67%-ით შემცირდა - GREDA მიზეზებზე

2026 წლის 6 თვეში ენერგეტიკაში FDI 67%-ით შემცირდა - GREDA მიზეზებზე

BM.GE

სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი 10-15 დოლარით არის გაზრდილი | მაია მახათაძე

სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი 10-15 დოლარით არის გაზრდილი | მაია მახათაძე

BM.GE

ChatGPT-მ მათემატიკური ამოცანა, რომელიც 90 წელი ამოუხსნელად მიიჩნეოდა, 88 საათში ამოხსნა

ChatGPT-მ მათემატიკური ამოცანა, რომელიც 90 წელი ამოუხსნელად მიიჩნეოდა, 88 საათში ამოხსნა

BM.GE