მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის საკითხზე სამმხრივი სამიტი შესთავაზა
პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის საკითხზე სამმხრივი სამიტი შესთავაზა

პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის საკითხზე სამმხრივი სამიტი შესთავაზა

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 22:00|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის ომის დასასრულებლად ნოემბერში ერთობლივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. როგორც ირკვევა, ეს ინიციატივა მიზნად სამშვიდობო პირობების შეთანხმებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ დიალოგში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა საკითხი ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოჭრა. თავის მხრივ, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაადასტურა და განმარტა, რომ სამივე მხარე შეხვედრის ჰიპოთეზურ შანსს უშვებს.

რაც შეეხება ვაშინგტონს, თეთრი სახლის მაღალჩინოსნის ცნობით, ტრამპს სამმხრივ დიალოგზე საბოლოო თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა პრეზიდენტს შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს.

საყურადღებო ფაქტია, რომ კრემლმა შეხვედრის გამართვა 18-19 ნოემბერს ქალაქ შენჯენში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ითხოვა. რუსმა დიპლომატებმა იდეა ჩინურ მხარეს უკვე გააცნეს. პეკინის განცხადებით, დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, ჩინეთის ხელისუფლება სამმხრივი დიალოგის წინააღმდეგი არ იქნება.

ანალიტიკოსების შეფასებით, საკუთარ ტერიტორიაზე მსგავსი შეხვედრის მასპინძლობა სი ძინპინის დიპლომატიურ როლს მნიშვნელოვნად გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • ზელენსკის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდაფორმულა
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

ემბარგოდან ემბარგომდე - როგორ (ვერ) შეიცვალა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება 2006-2026 წლებში

ემბარგოდან ემბარგომდე - როგორ (ვერ) შეიცვალა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება 2006-2026 წლებში

BM.GE

ევროკავშირის სამიტზე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა

ევროკავშირის სამიტზე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა

BM.GE

"რესტორნის შედეგები დაგეგმილს აჭარბებს" - "აჯიკა" ტოკიოში ერთწლიან ოპერირებას აჯამებს

"რესტორნის შედეგები დაგეგმილს აჭარბებს" - "აჯიკა" ტოკიოში ერთწლიან ოპერირებას აჯამებს

BM.GE

GIZ-ის მხარდაჭერით „რუსთავის აზოტმა“ €5.26-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი დაასრულა

GIZ-ის მხარდაჭერით „რუსთავის აზოტმა“ €5.26-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი დაასრულა

BM.GE