მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული მხარე მზადაა ყირგიზეთში ექსპორტის მოცულობა გაზარდოს - ეკონომიკის სამინისტრო
ქართული მხარე მზადაა ყირგიზეთში ექსპორტის მოცულობა გაზარდოს - ეკონომიკის სამინისტრო

ქართული მხარე მზადაა ყირგიზეთში ექსპორტის მოცულობა გაზარდოს - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE11 ივნისი, 2026, 22:35|bm.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრ ბაკიტ სიდიკოვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

"ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის ახალი მიმართულებების გამოვლენას.

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და პერსპექტივები იყო მინისტრებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ ფართო შესაძლებლობები არსებობს არაერთი სექტორული მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE