მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Qualcomm-მა სამომავლო პროგნოზები შეამცირა - როგორ რეაგირებს ბაზარი?
Qualcomm-მა სამომავლო პროგნოზები შეამცირა - როგორ რეაგირებს ბაზარი?

Qualcomm-მა სამომავლო პროგნოზები შეამცირა - როგორ რეაგირებს ბაზარი?

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 03:30|bm.ge

ჩიპების მწარმოებელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Qualcomm-მა გასული ფისკალური კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა და ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებში უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $10.3 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $10.1 მილიარდს გადააჭარბა.

წინა კვარტალში შემოსავლების ძირითადი წყარო გახდა QCT-ის სეგმენტი, რომელმაც $9 მილიარდი შეადგინა. სმარტფონების ჩიპების მიმართულებით შემოსავალი წლიურად 26%-ით შემცირდა და $5.1 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები ამ სექტორიდან $5.3 მილიარდის მიღებას ელოდნენ. საპირისპიროდ, საავტომობილო სეგმენტის გაყიდვები 89%-ით გაიზარდა და $2 მილიარდს მიაღწია, რამაც მობილური ჩიპების ბაზარზე არსებული დანაკლისი ნაწილობრივ დააბალანსა.

რაც შეეხება მომავალ პერიოდს, Qualcomm-მა მომავალი კვარტალის პროგნოზიც გამოაქვეყნა. მენეჯმენტმა შემოსავლების სამიზნედ $10.4 მილიარდიდან $11.2 მილიარდამდე დიაპაზონი განსაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლის უოლ-სტრიტის საპროგნოზო $10.6 მილიარდს აჭარბებს. თუმცა ინვესტორებისთვის მოგების პროგნოზი არასაკმარისი აღმოჩნდა. კომპანიამ ერთ აქციაზე კორექტირებული მოგების მოლოდინი $2.15-დან $2.35-მდე განსაზღვრა, რომელიც ანალიტიკოსების საპროგნოზო $2.32-ს ჩამორჩება.

საერთო ჯამში, ინვესტორებმა Qualcomm-ის შედეგები ნეგატიურად მიიღეს და მისი აქციების შეფასება 9%-ით დაეცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE