მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი
ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

BM.GE9 ივლისი, 2026, 23:39|bm.ge

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეკონომისტ ელგუჯა ხოკრიშვილის შეფასებით, მიტაცებული ინსტიტუტების ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ანაკლიის პორტისთვის სახელმწიფოს მიერ საპენსიო დანაზოგების გამოყენება მოხდეს. მან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ღიად დარჩენილ კითხვებზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

როგორც 6 ივლისს გახდა ცნობილი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

ეკონომისტის თქმით, საქართველოში არ არის ის წინაპირობები, რაც ე.წ. ლენდლორდის მოდელის წარმატებულად მუშაობისთვის არის საჭირო. ის ამ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა ევროინტეგრაციის შეჩერების გამო კარგავს.

"ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ანუ დღევანდელი მონაცემით, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს აქვს ექვსწლიანი ჩამორჩენა. თვითონ ეს ლენდლორდის მოდელი, საერთაშორისო სტანდარტია, ახალი არაფერი არ არის. მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს ამ მოდელს, რომ იმუშაოს, ეს არის დამოუკიდებელი პორტის ადმინისტრაცია და რაც მთავარია, თვითონ კონკურენტი ოპერატორები, რომლებიც ამ ტერმინალს იჯარით იღებენ და ინვესტიციები უნდა განახორციელონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ გარანტირებული ტვირთბრუნვა იყოს, და ყველაზე მთავარი რაც არის, სტაბილური სამართლებრივი ჩარჩო, ანუ კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ, რომ დასავლეთის ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში. ამ ჩამოთვლილი წინაპირობიდან ხომ ჩვენს შემთხვევაში არაფერი სრულდება, სახეზე გვაქვს მიტაცებულია სახელმწიფო ინსტიტუტები და ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიშს რომ შევხედოთ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მხოლოდ 49%-ითაა თანხვედრაში. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტი ეს მდგომარეობა ჩემთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება უფრო არის, ვიდრე ასე ვთქვათ მმართველობის ჩავარდნა.

ფინანსური ნაწილს რაც შეეხება, 600 მილიონი უნდა ყოფილიყო პორტის სტრატეგიული ინვესტორისგან. ახლა გავიგეთ, რომ 200 მილიონი დოლარი სახელმწიფომ უნდა დახარჯოს. საიდან არის ეს თანხა? სახელმწიფო გარანტია, რითაც საგარეო ვალი შეგვიძლია ავიღოთ, ამასაც თავისი ლიმიტი აქვს. ასეთ პატარა, რესურსების გარეშე დარჩენილმა და ასევე იზოლაციაში მოქცეულმა ქვეყანამ, "ოცნების" მავნებლური პოლიტიკით ყველა სტრატეგიული პარტნიორი რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს ეს ინვესტიციები?",- აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • გაეროში რუსეთის ელჩმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ბარამიძის განცხადებაზე ისაუბრაფორმულა
  • ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვისიმედი
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • საიამ სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე დავაზე „ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინანეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

BM.GE