მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური ფუნქციონირებს - გარემოს სააგენტო
ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური ფუნქციონირებს - გარემოს სააგენტო

ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური ფუნქციონირებს - გარემოს სააგენტო

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 15:28|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge. სააგენტოს თანახმად, წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება და წლის ბოლოსთვის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) წარმომადგენლებთან ერთად, გორში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური გახსნა.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

„საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გავხსენით მორიგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური ქ. გორში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა ჰაერის ხარისხი გასაუმჯობესებლად“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

„მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 10 სადგურის ამოქმედებაში მონაწილეობს. აღნიშნული სადგურები შესაძლებელს გახდის ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის ოქსიდების, აზოტის ოქსიდებისა და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვას. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას დაავადებების პრევენციის, სამრეწველო სექტორთან თანამშრომლობისა და რეგულაციების გადახედვის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“,- აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, დაგლას უებმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინანსთა მინისტრი IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ფინანსთა მინისტრი IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

ქარიშხალ ისაიასის გამო, მექსიკის ყურის გარშემო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქარიშხალ ისაიასის გამო, მექსიკის ყურის გარშემო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

BM.GE

დონალდ ტრამპმა, პუტინთან შეთანხმებით, რუსულ დიზელზე სანქციები დროებით მოხსნა

დონალდ ტრამპმა, პუტინთან შეთანხმებით, რუსულ დიზელზე სანქციები დროებით მოხსნა

BM.GE

„კონტაქტმა“ სითი მოლი გლდანში მერვე ფილიალი გახსნა, კომპანია ქსელის გაფართოებას აგრძელებს

„კონტაქტმა“ სითი მოლი გლდანში მერვე ფილიალი გახსნა, კომპანია ქსელის გაფართოებას აგრძელებს

BM.GE