
რა არის რუსეთში სომხეთის მთავარი საექსპორტო საქონელი
რუსეთის ფედერაცია სომხეთის მთავარი საექსპორტო ბაზარია - სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს სომხეთიდან რუსეთში სულ 2.9 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2024 წელთან შედარებით 234 მილიონი დოლარით, ანუ 7.5%-ით ნაკლები იყო.
მთლიანობაში 2025 წელს სომხეთის ექსპორტი 8.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 36%-ით ნაკლები იყო. კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ოქროს მადნების იმპორტის და რეექსპორტის კლებასთან, რაც 2024 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდებოდა და $4 მილიარდს აღწევდა. რუსეთში კი სომხეთის ექსპორტის კლებამ 7.5% შეადგინა.
რუსეთში სომხეთის ექსპორტში პირველ ადგილზეა სპირტიანი სასმელები, რომლის ექსპორტმაც 284.7 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციას იკავებს თევზი 56 მილიონი დოლარით, რაც 29%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე პოზიციას კი ყვავილები იკავებს 47 მილიონი დოლარით, რასაც მოჰყვება ბოსტნეულის იმპორტი 45.7 მილიონი დოლარით. ამასთან, უკანასკნელ წლებში სომხეთიდან რუსეთში სომხეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა შეზღუდა რამდენიმე ძირითადი სომხური პროდუქტის იმპორტი, მათ შორის ყვავილების, პომიდვრის, კიტრის, მარწყვის, ალუბლის, ქლიავის, ატმის, თევზისა და ალკოჰოლური სასმელების. ცოტა ხნის წინ კი, აკრძალვა გავრცელდა კარტოფილზე, ბადრიჯანზე, ჩირსა და თესლზეც.
2025 წელს რუსეთში სომხეთის ექსპორტი ასე ნაწილდება:
# საქონელი მლნ დოლარი 2025 წელს ზრდა/კლება წინა წელთან 1 სპირტიანი სასმელები, ბრენდი, ლიქიორები და ეთილის სპირტი $284.7 მილიონი; 0.2% 2 თევზი გაუყინავი $56.0 მილიონი; 29% 3 ყვავილები $47.1 მილიონი; 46% 4 ბოსტნეული - ბადრიჯანი, გოგრა; სოკო და სხვა ბოსტნეული $45.7 მილიონი; 29% 5 თამბაქოს ნაწარმი $34.5 მილიონი; -15% 6 პომიდორი $33.7 მილიონი; 2% 7 ყავა მოხალული $32.6 მილიონი; 143% 8 ფეხსაცმელი მამაკაცის ტყავის $31.4 მილიონი; 24% 9 ფეხსაცმელი მამაკაცის სპორტული $23.1 მილიონი; 136% 10 გარგარი, ალუბალი, ატამი, ქლიავი, ახალი $22.9 მილიონი; 52% 11 შაქრიანი გაზიანი სასმელები $21.7 მილიონი; 70% 12 მოლიბდენის მადნები და კონცენტრატები $21.5 მილიონი; -45% 13 მინერალური წყლები $19.7 მილიონი; 31% 14 კონსერვირებული ბოსტნეული $17.4 მილიონი; 29% 15 თევზი, გაყინული $17.1 მილიონი; 58% 16 შოკოლადი და კაკაო $14.5 მილიონი; 49% 17 ჩემოდნები, ჩანთები $14.3 მილიონი; -17% 18 მამაკაცის ან ბიჭის კოსტიუმები, ქურთუკები და შარვლები $14.2 მილიონი; -34% 19 საკვები პროდუქტები, რომლებიც სხვაგან არ არის მითითებული $13.6 მილიონი; 45% 20 ყურძნის ღვინო $13.6 მილიონი; 12%
ბოლო 10 წელში სომხეთის ექსპორტი რუსეთში ასე ნაწილდება:
• 2025 წელი – 2.9 მილიარდი დოლარი; • 2024 წელი – 3.1 მილიარდი დოლარი; • 2023 წელი – 3.5 მილიარდი დოლარი; • 2022 წელი – 2.4 მილიარდი დოლარი; • 2021 წელი – 794 მილიონი დოლარი; • 2020 წელი – 611 მილიონი დოლარი; • 2019 წელი – 718 მილიონი დოლარი; • 2018 წელი – 642 მილიონი დოლარი; • 2017 წელი – 541 მილიონი დოლარი; • 2016 წელი – 373 მილიონი დოლარი; • 2015 წელი – 226 მილიონი დოლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge