მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა დაუჯდა Tesla-ს Cybertruck-ის პროექტი, რომლის წარმოება 2027 წელს შეწყდება
რა დაუჯდა Tesla-ს Cybertruck-ის პროექტი, რომლის წარმოება 2027 წელს შეწყდება

რა დაუჯდა Tesla-ს Cybertruck-ის პროექტი, რომლის წარმოება 2027 წელს შეწყდება

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 12:19|bm.ge

ილონ მასკმა ინვესტორებს ოფიციალურად განუცხადა, რომ 2027 წლიდან ტეხასის ქარხანაში Cybertruck-ის წარმოება სრულად შეწყდება.

Tesla-ს გენერალური დირექტორის თქმით, ელექტროპიკაპის პროექტის გაუქმების მთავარი მიზეზი საწარმოო სივრცისა და რესურსების ახალი ავტონომიური რობოტაქსის, Cybercab-ისთვის გამოთავისუფლებაა. მასკის განცხადებით, Tesla-ს მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის განვითარებაა, Cybertruck-ის წარმოების სირთულით გამოწვეული დანახარჯი კი რობოტაქსებისგან მისაღებ სარგებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ამიტომაც კომპანია პრიორიტეტებს ცვლის.

რაც შეეხება კომერციულ შედეგებს, დიდი მოლოდინების და მარკეტინგული აქტივობების მიუხედავად, ბაზარზე Cybertruck-ზე მოთხოვნა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. კერძოდ, აშშ-ში 2024 წელს 38,965 Cybertruck-ი გაიყიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა და 20,237 ერთეულამდე დაეცა, მიმდინარე წელს კი გაყიდვების სტატისტიკა კიდევ უფრო დაბალია და 2027 წლისთვის ანალიტიკოსები შედეგების გაუარესებას ელიან.

ცუდ შედეგებთან ერთად, უჟანგავი ფოლადისგან კორპუსის დამზადება წარმოების თვალსაზრისით ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა. ამას მრავალი ტექნიკური წუნი, პროგრამული ხარვეზები და უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემები დაემატა.

გარდა ამისა, საზოგადოებას თავიდან $40,000-იანი პიკაპი შესთავაზეს, თუმცა რეალურად ხელმისაწვდომი მოდელის ფასმა $92,000-დან $102,000-მდე ნიშნულს მიაღწია, რაც პიკაპისთვის უკიდურესად ძვირია. შედეგად, კომპანიის თავდაპირველი გათვლა, რომ წლიურად 250,000 ავტომობილი უნდა გაყიდულიყო, რეალობას სრულად ასცდა.

ამასთან, 2024 წელს ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერის გამო, ეს ავტომობილი საპროტესტო აქციების სამიზნედ იქცა. ამას ისიც ემატება, რომ ტრადიციული პიკაპების მძღოლები Cybertruck-ის ყიდვას არც განიხილავენ, რაც პროექტს კომერციულად არასაინტერესოდ აქცევს.

მართალია, კომპანიას ოფიციალური ფინანსური ზარალი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, Tesla-მ ამ პროექტის კვლევაში, დიზაინსა და საწარმოო ხაზების გამართვაში დაახლოებით $2 მილიარდი დახარჯა. ამასთან, მოთხოვნის გაქრობის გამო, Tesla-ს ავტოსადგომებზე ათასობით გაუყიდველი Cybertruck-ი დგას, რაც დაახლოებით $800 მილიონის ღირებულების გაყინულ ინვენტარს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

Park Boulevard - თანამედროვე საცხოვრებელი გარემო გამწვანებული ბულვარითა და რეკრეაციული სივრცეებით

Park Boulevard - თანამედროვე საცხოვრებელი გარემო გამწვანებული ბულვარითა და რეკრეაციული სივრცეებით

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო "სახალხოა", ვიდრე - ეკონომიკური ზრდა|გიორგი ხიშტოვანის ანალიზი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო "სახალხოა", ვიდრე - ეკონომიკური ზრდა|გიორგი ხიშტოვანის ანალიზი

BM.GE

როგორ დაიწყო შავი პარასკევის ისტორია და რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ შოპინგამდე?

როგორ დაიწყო შავი პარასკევის ისტორია და რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ შოპინგამდე?

BM.GE

„ანიგოზი“ პირველი ბრენდული მაღაზიას ხსნის - როგორია კომპანიის განვითარების გეგმა?

„ანიგოზი“ პირველი ბრენდული მაღაზიას ხსნის - როგორია კომპანიის განვითარების გეგმა?

BM.GE