მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?
რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

BM.GE30 მაისი, 2026, 00:40|bm.ge

2027 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა წერტილში ინტერნეტთან წვდომა შესაძლებელი გახდება - ამას საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ახალი გეგმა ითვალისწინებს.

5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა 2025 წლის ბოლოსთვის უნდა აშენებულიყო, თუმცა ვადა 2 წლით გახანგრძლივდა. 50%-ით გაიზარდა პროექტის ბიუჯეტიც.

რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად გამოყოფილი 70 მლნ ევრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან Log-In Georgia-სთვის დამატებით 40 მილიონი ისესხა.

კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასული წლის ბოლოსთვის 5 ათასი კილომეტრიდან ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით 2035 კილომეტრი ტერიტორია დაიფარა, მშენებლობის ეტაპზე კი 887 კილომეტრია. „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კი უკვე 18 ინტერნეტ პროვაიდერი და 3 მობილური ოპერატორი მომსახურებას 100,000-ზე მეტ მოსახლეს აწვდის.

„Log-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის, ტყიბულის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, წალენჯიხის ნაწილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, რაც ჯამურად 575 კმ. ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას მოიცავს. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მესტიის, ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერის, თერჯოლის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, დუშეთის, მცხეთის, ქედის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რაც ერთობლივად 1050 კმ. მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას და 200-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების მოცულობა 2025 წლის ბოლოს, ჯამურად 3000 კმ. ინფრასტრუქტურას შეადგენდა, რაც 260,000-მდე მოსახლეს და მათთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს. „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, უკვე 18 ინტერნეტ პროვაიდერი და 3 მობილური ოპერატორი აწვდის მომსახურებას 100,000-ზე მეტ მოსახლეს და 100-ზე მეტ სკოლას 14 მუნიციპალიტეტში”,-ნათქვამია ანგარიშში.

“მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” ინფორმაციით, ინტერნეტიზაციის პროცესმა საბითუმო ფასებზე დიდი გავლენა იქონია. მაგალითად, თუ ადრე ერთი კილომეტრის იჯარა 30-35 ლარი ღირდა, „opennet“-ის ქსელში ეს ფასი 10.40 ლარამდე (დღგ-ს გარეშე) შემცირდა, რაც მცირე ოპერატორებისთვის იდეალური პირობაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE