მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება
რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

BM.GE1 აგვისტო, 2026, 16:01|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ მიიღონ დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში. მინისტრმა საკითხზე განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს გადაწყვეტილება 2026-27 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებასთან დაკავშირებით.

ეს წესი გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას და არასწორი აღქმების შექმნას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომელიც უკვე სექტემბრიდან სწავლას დაიწყებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება - სტუდენტსა და ოჯახს არ უწევს უნივერსიტეტში არაფრის გადახდა. თუმცა, ამ ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უკვე უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში შეუნარჩუნდეს 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა, და თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება.

ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.

ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.

აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, დაფინანსების ახალი მოდელი სრულიად თავსებადია მსოფლიოს იმ ქვეყნების მოდელებთან, რომლებიც უნივერსიტეტებში სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობენ.

რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება.

ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა დაფასდეს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 246 სტატია.

  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
  • პრემიერი: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, რეაგირება მყისიერი იქნებაიმედი
  • "პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნებატვ პირველი
  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთფორმულა
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?

€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?

BM.GE

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

BM.GE

AI თაღლითობა ყალბი ფოტოების გამოყენებით - როგორ ამოვიცნოთ თაღლითური პოსტები?

AI თაღლითობა ყალბი ფოტოების გამოყენებით - როგორ ამოვიცნოთ თაღლითური პოსტები?

BM.GE

ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა

ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა

BM.GE