მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე
"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 00:30|bm.ge

„რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი“, - ამის შესახებ მეღვინეობა „პატარიძის რაჭულის“ დამფუძნებელმა და მეღვინემ, შორენა პატარიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით რაჭული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე უკეთ წარმოსაჩენად რეგიონისთვის ცალკე მარკეტინგული მიდგომაა საჭირო, რომელიც მთის ღვინოების თავისებურებებსა და ადგილობრივი ჯიშების უნიკალურობას გამოკვეთს.

პატარიძის განმარტებით, საერთაშორისო გამოფენებსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებზე რეგიონების მრავალფეროვნება სათანადოდ არ არის წარმოჩენილი. მისი აზრით, ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ქვეყნის ცალკეული მეღვინეობის რეგიონებიც გაიცნოს და მათ შორის არსებული განსხვავებები დაინახოს.

„გამოფენები, რომლებიც ტარდება, ვფიქრობ, რაჭის რეგიონი სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ გამოფენებზე უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება რაჭაზე. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტად წარმოგვეჩინა მთის ღვინო, რადგან ჯერ ისედაც მსოფლიო ქართულ ღვინოს ძალიან ნელ-ნელა იცნობს. საფერავი, მაგალითად, დიდი ძალისხმევის შედეგად გაიცნეს, მაგრამ რაჭა ჯერ მსოფლიო ღვინის რუკაზე არ არის“, - განაცხადა შორენა პატარიძემ.

მისივე შეფასებით, რაჭის ღვინის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობას ადგილობრივი ვაზის ჯიშების გამორჩეული მახასიათებლები ქმნის. როგორც ის ამბობს, ალექსანდროული და მუჯურეთული რაჭის რამდენიმე სოფელში მოჰყავთ, მათი გავრცელების არეალი კი შეზღუდულია. სწორედ ამ ჯიშებისგან მიღებული ღვინის განსხვავებული გემოვნური თვისებები მიაჩნია მეღვინეს რეგიონის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად.

ამასთან, შორენა პატარიძე აღნიშნავს, რომ რაჭის წარმოების მასშტაბი კახეთისას ვერ გაუტოლდება. მისი აზრით, რეგიონების კონკურენციაზე მეტად მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების ურთიერთშევსება და ქართული ღვინის მრავალფეროვანი შეთავაზების განვითარება.

„რაჭა პატარაა და შესაბამისად, იქ ძალიან ბევრი ყურძენიც არ არის და ღვინოც არ არის. ამის შემდეგ ამ ღვინის მსოფლიო ბაზარზე გატანა და მასშტაბურად განვითარება რთულია. კახეთს ვერანაირად ვერ გადავუსწრებთ - არც საფერავს და არც რქაწითელს. მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ეს რეგიონები ერთმანეთს ავსებდნენ და ერთმანეთის ბაზრები გამოვიყენოთ“, - აღნიშნა მეღვინემ.

მეღვინის შეფასებით, რაჭული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაცია რეგიონის მწარმოებლებისთვის დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, ქართული ღვინის მრავალფეროვნების წარმოჩენასაც შეუწყობს ხელს. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, რომ რაჭა საერთაშორისო ღონისძიებებზე მხოლოდ ქართული ღვინის საერთო სახელით კი არა, საკუთარი იდენტობითა და განსხვავებული პროდუქციით იყოს წარმოდგენილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

IMF-თან ახალი პროგრამის საკითხი არ განიხილება, ამ ეტაპზე მისი საჭიროება არ დგას - კაკაურიძე

IMF-თან ახალი პროგრამის საკითხი არ განიხილება, ამ ეტაპზე მისი საჭიროება არ დგას - კაკაურიძე

BM.GE

„ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე

„ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე

BM.GE

სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა

სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა

BM.GE

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

BM.GE