
რამდენი ტრილიონი დაკარგეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა
6 ოქტომბრის პიკის შემდეგ წამყვანი ტექნოლოგიური ინდექსები 20%-დან 40%-მდე დაეცა, რამაც ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო ღირებულება ჯამურად $5 ტრილიონზე მეტით შეამცირა.
ყველაზე მძიმე დარტყმა ნახევარგამტარების ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა Nvidia-მ მიიღო, რომლის აქციების ფასი ოქტომბრის მაქსიმუმიდან თითქმის 48%-ით შემცირდა. კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით $2.7 ტრილიონით დაეცა და $3.1 ტრილიონამდე ჩამოვიდა, რაც გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის გადადგომამ და კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებამ გამოიწვია.
Nvidia-სთან ერთად ტრილიონობით დოლარის ღირებულება დაკარგეს Google-მა, Microsoft-მა, Amazon-მა, Meta-მ, Broadcom-მა, AMD-მ, Micron-მა და Intel-მა.
უფრო კონკრეტულად, კომპანიების მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება:
# კომპანია სიმბოლო 6 ოქტომბრის შეფასება ამჟამინდელი შეფასება თანხომბრივი დანაკარგი პროცენტული დანაკარგი 1 Nvidia NVDA $5.77 ტ $3.03 ტ -$2.74 ტ -47.5% 2 Google GOOG $4.24 ტ $3.25 ტ -$990.8 მ -23.4% 3 SpaceX SPCX $2.33 ტ $1.74 ტ -$599.3 მ -25.7% 4 Micron MU $1.18 ტ $672.6 მ -$510.3 მ -43.1% 5 Meta META $1.89 ტ $1.43 ტ -$455.1 მ -24.1% 6 AMD AMD $1.07 ტ $696.0 მ -$369.1 მ -34.7% 7 Broadcom AVGO $1.79 ტ $1.45 ტ -$340.8 მ -19.0% 8 Microsoft MSFT $3.93 ტ $3.60 ტ -$332.5 მ -8.5% 9 Intel INTC $597.9 მ $272.6 მ -$325.4 მ -54.4% 10 Dell DELL $365.0 მ $176.8 მ -$188.2 მ -51.6%
BM.GE
წყარო: bm.ge