
ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა
ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, NVIDIA-ს დირექტორთა საბჭომ ჯენსენ ჰუანგი პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობებზე დაუყოვნებლივ დააბრუნა.
როგორც ირკვევა, საბჭომ ეს გადაწყვეტილება ჰუანგთან გამართული განხილვებისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციების შემდეგ ერთხმად მიიღო, რომელთა შეფასებითაც მისი დაბრუნება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.
პარალელურად, NVIDIA შიდა კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს. კომპანიამ დამოუკიდებელი დირექტორებისგან შემდგარი ეროვნული უსაფრთხოებისა და ექსპორტის კონტროლის ახალი კომიტეტი შექმნა და შესაბამისობის მთავარი ოფიცრის პოზიციაზე კანდიდატების ძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ჰუანგის დაბრუნებას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც დირექტორთა საბჭოს საჯაროდ მოუწოდა, ჯენსენ ჰუანგი გენერალური დირექტორის პოსტზე უკან დაებრუნებინათ.
სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი როგორც თავად ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ სკანდალის, გამოძიების და ნეგატიური რეპუტაციის მიუხედავად, NVIDIA-ს ინვესტორების უმეტესობა დირექტორის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებას მოითხოვდა.
BM.GE
წყარო: bm.ge