მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 22:29|bm.ge

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით 21 მილიონ 104 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა.

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ის ინფორმაციით, ეს 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მილსადენით გადაზიდული ნავთობის სტრუქტურა შემდეგნაირად გადანაწილდა:

• აზერბაიჯანული ნავთობი: 82% (17 მილიონ 268.7 ათასი ტონა) - წლიურ ჭრილში შემცირდა 11%-ით; • თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობი: 18% (3.8 მლნ ტონა) - წლიურ ჭრილში 13%-ით გაიზარდა.

ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ძირითადად აზერბაიჯანის „აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (ACG) საბადოთა ბლოკზე მოპოვებული ნავთობი და „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებული კონდენსატი იტუმბება. გარდა ამისა, მილსადენი ტრანზიტულად ატარებს თურქმენეთისა და ყაზახეთის ნედლ ნავთობსაც.

„აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (ACG) პროექტის აქციონერები არიან: SOCAR (31.65%), BP (30.37%), MOL Group (9.57%), INPEX (9.31%), ExxonMobil (6.79%), TPAO (5.73%), ITOCHU (3.65%) და ONGC Videsh Limited (2.92%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისის მერია იტყუება - "ტვ პირველის" განცხადებატვ პირველი
  • „ბინა იყო დაკეტილი“ — „თბილისი ენერჯი“ ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმებაზე საუბრობსფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

რამდენი ტრილიონი დაკარგეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა

რამდენი ტრილიონი დაკარგეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა

BM.GE

ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა

ჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა

BM.GE

რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება

რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება

BM.GE

ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი

ოქტომბერში ლარი დოლართან წლიურად 4.5%-ით გამყარდა - მსოფლიო ბანკი

BM.GE