მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენს დახარჯავს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე?
რამდენს დახარჯავს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე?

რამდენს დახარჯავს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე?

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 04:29|bm.ge

2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება 2026 წლის გეგმასთან შედარებით, თითქმის 9 მლნ ლარით 1,65 მლრდ ლარამდე იზრდება.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 60 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების დაფინანსება. ამას გარდა, სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში 143,5 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება იზრდება 26,5 მლნ ლარით და შეადგენს 151 მლნ ლარს.

გუშინ, 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.

აგვისტოს მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 570 ათასამდე არის შემცირებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 6546-ით შემცირდა. ჯამში, იანვართან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 140 ათასით არის შემცირებული. საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 153 258 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თურქეთი Starlink-ის კონკურენტს ქმნის?

თურქეთი Starlink-ის კონკურენტს ქმნის?

BM.GE

Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან

Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან

BM.GE

პენსიონერი ქალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში ვადამდელ არჩევნებს დაუდო საფუძველი, გარდაიცვალა

პენსიონერი ქალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში ვადამდელ არჩევნებს დაუდო საფუძველი, გარდაიცვალა

BM.GE

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

BM.GE