მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

BM.GE16 მაისი, 2026, 02:00|bm.ge

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვლადიმირ პუტინს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რომელიც მაქსიმალურად პოზიტიურად და იმედის მომცემად გამოიყურება და სრულად უგულებელყოფს რეკორდულად გაზრდილ ბიუჯეტის დეფიციტს, შემცირებულ შემოსავლებს და გაზრდილ საგადასახადო წნეხს.

რეალობის წარმოჩენის ნაცვლად, მაქსიმ რეშეტნიკოვმა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა და სამომავლო სტრუქტურული რეფორმების გეგმები წარადგინა. როგორც რეშეტნიკოვი აცხადებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკური ზრდა რეალურ გამოხატულებაში 10%-ს შეადგენს, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით კი ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მინისტრის განცხადებით, რუსეთმა აშშ-სთან ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით არსებული სხვაობა მნიშვნელოვნად შეამცირა. თუ 2017 წელს ეს მაჩვენებელი აშშ-ის დონის 43%-ს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოსთვის ის 56%-ს მიუახლოვდა. რეშეტნიკოვის შეფასებით, მიუხედავად პირველ კვარტალში დაფიქსირებული მცირე ვარდნისა, მარტში ეკონომიკური აქტივობა 1.8%-ით გაიზარდა, რაც მდგომარეობის სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამასთან, ბოლო სამ წელიწადში მოსახლეობის რეალური შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი, ინფლაციის დონემ კი მაისის დასაწყისისთვის 5.6% შეადგინა.

რეშეტნიკოვის განმარტებით, მთავრობის ახალი მიზანი 3 მილიონი ადამიანის შრომის ეკვივალენტური რესურსის ოპტიმიზაციაა რობოტიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. საუბარია არა კადრების შემცირებაზე, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვასა და გამოთავისუფლებული ფინანსების ძირითადი პერსონალის, მაგალითად, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისკენ მიმართვაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →მინისტრი →ანგარიში →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE