მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას საქმიანობს „ბლოქბერგ კაპიტალი", რომელსაც მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა
რას საქმიანობს „ბლოქბერგ კაპიტალი", რომელსაც მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

რას საქმიანობს „ბლოქბერგ კაპიტალი", რომელსაც მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 04:05|bm.ge

მთავრობამ „ბლოქბერგ კაპიტალს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ 2275-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომელიც 28 სექტემბრით თარიღდება

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „ბლოქბერგ კაპიტალი“ 2024 წლის ივლისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ ბაღიშვილია. კომპანია 5 თანამშრომელს ასაქმებს და 100 000 ლარამდე ინვესტიცია აქვს მიზიდული ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან.

GITA-ს ინოვაციების რეესტრში სტარტაპი პირველ სექტემბერს დარეგისტრირდა. რეესტრის მონაცემებით, „ბლოქბერგ კაპიტალი“ ქმნის პლატფორმას, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინისა და ჭკვიანი კონტრაქტების (Smart Contracts) ტექნოლოგიაზე და უზრუნველყოფს რეალური სამყაროს აქტივების (Real World Assets - RWA) ტოკენიზაციის სრულ ციკლს. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოუშვან ციფრული ფინანსური ინსტრუმენტები და მოიზიდონ კაპიტალი ტრადიციული ფინანსური შუამავლების ჩართულობის გარეშე. ამასთან, განაცხადის მიხედვით, პლატფორმა აერთიანებს კაპიტალის მაძიებელ სუბიექტებსა და ინვესტორებს. კაპიტალის მაძიებელ კომპანიებს იგი სთავაზობს ტექნოლოგიურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას აქტივების ტოკენიზაციისა და კაპიტალის მოზიდვის პროცესში, ხოლო ინვესტორებს - შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ციფრულ ფინანსურ ინსტრუმენტებში გამჭვირვალე და ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით.

საქართველოში ინოვაციური სტარტაპის მქონე კომპანიების რიცხვი, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, 18-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, 2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:

• ინოვაციური სტარტაპი; • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია; • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

BM.GE

თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს განათავსებენ

თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს განათავსებენ

BM.GE

Strategy-მ კრიპტორეზერვი 848 000 ბიტკოინამდე გაზარდა

Strategy-მ კრიპტორეზერვი 848 000 ბიტკოინამდე გაზარდა

BM.GE

ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს

ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს

BM.GE