მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას საქმიანობს კომპანია "პიემ მეტალი", რომელმაც "რუსთავის ფოლადისგან" არმატურის წარმოება შეიძინა
რას საქმიანობს კომპანია "პიემ მეტალი", რომელმაც "რუსთავის ფოლადისგან" არმატურის წარმოება შეიძინა

რას საქმიანობს კომპანია "პიემ მეტალი", რომელმაც "რუსთავის ფოლადისგან" არმატურის წარმოება შეიძინა

BM.GE21 აგვისტო, 2026, 04:00|bm.ge

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა. ამის შესახებ კომპანიის ამონაწერიდან და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

რეესტრის თანახმად, "რუსთავის ფოლადმა" 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია "იბერია რიბარი", რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს "იბერია რიბარის" მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი "პიემ მეტალი". ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვის "რუსთავის ფოლადის" კრედიტორი ბანკების თანხმობა ამ ტრანზაქციის შესახებ.

რაც შეეხება კომპანია "პიემ მეტალს", ის 2019 წელს დაარსდა, მისი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი მირიანიშვილი. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საქმიანობის მთავარ სეგმენტს საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. 2024 წელს კომპანიას 253 მილიონი ლარის შემოსავალი და 10.8 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

"პიემ მეტალის" მმართველობით ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან მსხვილი გარიგებისთვის ემზადებოდა, რაშიც სწორედ "რუსთავის ფოლადისგან" წარმოების ხაზის შეძენა იგულისხმებოდა. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ გარიგების შემდეგ მათ წლიურად 200,000 ტონა არმატურის წარმოება შეეძლებათ, ამასთან გააგრძელებენ იმპორტსაც 100,000 ტონის ოდენობით და გეგმავენ, რომ საქართველოში არმატურის ბაზრის 50% დაიკავონ.

"შპს „პიემ მეტალი“ სამშენებლო მასალების მიმართულებით იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციის პოზიციას და სამომავლოდ მიზნად ისახავს უმაღლესი ხარისხის არმატურის წარმოების ხაზის შექმნას. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სრულდება მოლაპარაკება და გარიგების საბოლოო ვადად განისაზღვრა მესამე კვარტლის ბოლო, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას გავიდეს ადგილობრივი წარმოების დაახლოებით წლიურად 200 000 ტონა არმატურის მოცულობაზე და ასევე გააგრძელოს იმპორტი 100 000 ტონის ფარგლებში. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ გადაიქცეს საქართველოს ბაზრის ძირითად მოთამაშედ და დაიკავოს ბაზრის წილის 50%,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 51.2 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 67.8 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კომპანია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთიმედი
  • "ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს" - ლაშა ფარულავარუსთავი 2
კომპანია →

მსგავსი სტატიები

Samsung-ი აქციონერებზე რეკორდულ $75-მილიარდიან დივიდენდის გაცემას გეგმავს

Samsung-ი აქციონერებზე რეკორდულ $75-მილიარდიან დივიდენდის გაცემას გეგმავს

BM.GE

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა - ღირებულება ₾80 მილიონია

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა - ღირებულება ₾80 მილიონია

BM.GE

ჩხოროწყუში სეს-მა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

ჩხოროწყუში სეს-მა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

BM.GE