მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ჩაიშალა ავსტრალიაში Trump Tower-ის პირველი პროექტი?
რატომ ჩაიშალა ავსტრალიაში Trump Tower-ის პირველი პროექტი?

რატომ ჩაიშალა ავსტრალიაში Trump Tower-ის პირველი პროექტი?

BM.GE16 მაისი, 2026, 14:22|bm.ge

კვინსლენდში 1.5 მილიარდი ავსტრალიური დოლარის ($1.1 მლრდ) ღირებულების "ტრამპ თაუერის" აშენების გეგმები ჩაიშალა. ავსტრალიელმა დეველოპერმა პროექტის გაუქმების მიზეზად ტრამპის "ტოქსიკური" ბრენდი და ირანის ომი დაასახელა.

ეს შეთანხმების დაანონსებიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ მოხდა.

როგორც აცხადებდნენ, გოლდ-კოსტზე (Gold Coast) მდებარე 91-სართულიანი ლუქს კლასის სასტუმრო ავსტრალიაში ყველაზე მაღალი შენობა (335 მეტრი) უნდა ყოფილიყო.

პროექტის შესახებ ინფორმაცია Trump Organization-ის ვებსაიტიდან წაიშალა, ხოლო პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დეველოპერმა თავისი ვალდებულებები არ შეასრულა.

კომპანია Altus Property Group-მა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პროექტი სხვა ლუქს ბრენდებთან თანამშრომლობით გაგრძელდება.

"მოდით უბრალოდ ვთქვათ, რომ ირანის ომისა და სხვა მოვლენების ფონზე, ტრამპის ბრენდი ავსტრალიაში სულ უფრო ტოქსიკური ხდებოდა.

გარკვეული დროის წინ მივხვდით, რომ ჩვენი გზები უნდა გაყრილიყო. საქმე ვალდებულებების შეუსრულებლობაში არ ყოფილა. ჩვენთვის სხვა ლუქს ბრენდის ალტერნატივებიც არსებობს. პროექტი გრძელდება", - აღნიშნა Altus Property Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ იანგმა თავის განცხადებაში.

Trump Organisation-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია პროექტით "ძალიან აღფრთოვანებული" იყო, თუმცა მისი შესრულება პარტნიორი მიერ ვალდებულებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული.

"თვეობით მიმდინარე მოლაპარაკებებისა და 1.5-მილიარდიან პროექტთან დაკავშირებული უამრავი ცარიელი დაპირების შემდეგ, Altus Property Group-მა ვერ შეასრულა ყველაზე საბაზისო ფინანსური ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იყო გადასახდელი," - განაცხადა კიმბერლი ბენზამ, Trump Organization-ის აღმასრულებელი ოპერაციების დირექტორმა.

მან დასძინა, რომ კომპანია მოუთმენლად ელის "სხვა პოტენციური პროექტების შესწავლას და ავსტრალიაში ტრამპის ობიექტის მალე აშენებას".

როდესაც პროექტი თებერვალში დაანონსდა, ერიკ ტრამპმა - Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და დონალდ ტრამპის მეორე ვაჟმა - განაცხადა, რომ ეს იყო კომპანიის პირველი ოფიციალური შესვლა ავსტრალიის ბაზარზე, რითაც ქვეყანაში "მსოფლიო დონის ლუქს ბრენდის პრესტიჟი და მიმზიდველობა" შემოჰქონდა.

მშენებლობა აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. შენობაში გათვალისწინებული იყო 285 სასტუმრო ნომერი და 272 ლუქს კლასის საცხოვრებელი ბინა, ასევე მაღაზიები, რესტორნები და ექსკლუზიური პლაჟის კლუბი.

პროექტმა ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულმა პეტიციამ 120 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, ხოლო გარიგების მხარდამჭერ პეტიციას დაახლოებით 3 600 ხელმომწერი ჰყავდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეს სოფელშიც მწვანილი აღარ მოჰყავთ და მერე გვიკვირს, რატომ ღირს ის ძვირი - გელა ხანიშვილი

დღეს სოფელშიც მწვანილი აღარ მოჰყავთ და მერე გვიკვირს, რატომ ღირს ის ძვირი - გელა ხანიშვილი

BM.GE

ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა - კრემლი

ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა - კრემლი

BM.GE

დევნილთა სააგენტო 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის - სამინისტრო

დევნილთა სააგენტო 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის - სამინისტრო

BM.GE

მარკ როტკოს ტილო Sotheby’s-ის აუქციონზე $85.8 მილიონად გაიყიდა

მარკ როტკოს ტილო Sotheby’s-ის აუქციონზე $85.8 მილიონად გაიყიდა

BM.GE