მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ გაზარდა სებ-მა უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ₾1 მილიონ ლარამდე - ცვლილება $200 მლნ-ის პორტფელს შეეხება
რატომ გაზარდა სებ-მა უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ₾1 მილიონ ლარამდე - ცვლილება $200 მლნ-ის პორტფელს შეეხება

რატომ გაზარდა სებ-მა უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ₾1 მილიონ ლარამდე - ცვლილება $200 მლნ-ის პორტფელს შეეხება

BM.GE7 მაისი, 2026, 20:11|bm.ge

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდა სესხების ლარიზაციის ტემპის არადამაკმაყოფილებელ დონეს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ 1-ელი ივლისიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾1 მილიონის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მსესხებლების სავალუტო მოწყვლადობის შესამცირებლად არაჰეჯირებული კრედიტორებისთვის სავალუტო კრედიტების მინიმალური ზღვარი 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი BMG-სთან აცხადებს, ეს ცვლილება წლიურად დაახლოებით 200 მლნ დოლარის სესხების პორტფელს შეეხება.

დავით უტიაშვილის თქმით, ამ სეგმენტის მსესხებლები არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესი, არამედ ფიზიკური პირებიც არიან, მათ შორის იპოთეკური სესხების ნაწილში.

რაც შეეხება ცვლილებების მიღების მოტივს, უტიაშვილის თქმით, სესხების ნაწილში ლარიზაციის მაჩვენებელი სასურველი ტემპით არ იზრდებოდა, ამიტომ საჭირო გახდა ზღვრის მორიგ ჯერზე გაზრდა.

“დოლარიზაცია რჩება საქართველოს საბანკო სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. სესხებში დოლარიზაციის დონე დაახლოებით 42%-ია, დეპოზიტებში – 47%. დეპოზიტებში მართლაც კარგი ტენდენცია გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა სესხების მხარეს არ გვქონდა ასეთი პროგრესი. რამდენიმე ინსტრუმენტი ავამოქმედეთ გასულ წლებში ლარიზაციისთვის, თუმცა ტენდენციით არ ვიყავით კმაყოფილი. ამიტომ ახლა ჩავთვალეთ, რომ არის მორიგი დრო, რომ კიდევ ერთხელ გავამკაცროთ პოლიტიკა დედოლარიზაციის კუთხით. აქამდე თუ დაშვებული იყო, რომ ვისაც არ ჰქონდა უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, სესხი აეღო 300 000-დან 750 000 ლარამდე, ახლა საკრედიტო ინსტიტუტებს შევუზღუდეთ, რომ ასეთი მოცულობის სესხები გასცენ მხოლოდ იმ მსესხებლებზე, ვისაც აქვს შესაბამის ვალუტაში შემოსავალი. ეს დაახლოებით წლის განმავლობაში არის 200 მილიონ დოლარამდე პორტფელი, რაც გაიცემა და მეტ-ნაკლებად თანაბრად არის როგორც ფიზიკურ პირებში, ასევე იურიდიულ პირებში. ეს ნაწილობრივ იმითაც არის გამოწვეული, რომ ბინების ფასები ქალაქის ცენტრალურ უბნებში არის სწორედ ამ ზღვარში, მათ შორის იპოთეკური სესხებიც კი არის ამ მოცულობით. ამიტომ ორივე სეგმენტს შეეხება და ამის მიზანი არის, რომ ჩვენი მომხმარებლები იყვნენ კიდევ უფრო დაცული სავალუტო რისკების მიმართ. ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური შემოდინებები, ჩვენ რეზერვებსაც ვაგროვებთ, თუმცა გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი და ვიცით გლობალურად რამდენად დიდი არის გაურკვევლობა. ამიტომ დედოლარიზაცია და სავალუტო რისკების შემცირება ეროვნული ბანკის პრიორიტეტად რჩება.

საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე პერიოდში არის შედარებით მაღალი ადგილობრივ ვალუტაში, თუმცა მსესხებელი იქნება დაცული, იმიტომ რომ ამ ადამიანებს თუ ბიზნესს არ აქვთ ამ ვალუტაში შემოსავალი და მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ეს რისკი, ვფიქრობთ, არის ჭარბი რისკი მათთვის და ჭარბი რისკი ფინანსური სექტორისთვის”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, განიხილება თუ არა მომავალშიც აღნიშნული ზღვის მორიგ ჯერზე გაზრდა, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ თუკი სებ-ი დოლარიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს დამატებით დაინახავს, არც ამ ნაბიჯის გადადგმაა გამორიცხული.

“2017 წელს დავიწყეთ 100 000 ლარის ექვივალენტიდან და ეტაპობრივად ვზრდით. ამ დროს გვქონდა დადებითი შედეგი დედოლარიზაციის კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს. ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე 1 მილიონი არის ოპტიმალური ზღვარი, რომელიც დედოლარიზაციას უზრუნველყოფს და რისკებს შეამცირებს. თუ მომავალში შევხედეთ, რომ ეს არ იყო საკმარისი და რისკები დაგროვდა, ბუნებრივია, შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება [ზრდის] იყოს მიღებული. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ 1 მილიონი ლარი არის პროპორციული ზღვარი იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ მსესხებლების მხარეს და ასევე დედოლარიზაციის კლება გაგრძელდეს. ასევე, ზოგადად მსხვილ კომპანიებს, ვინც სესხულობს, მიგვაჩნია, რომ მსხვილ კორპორაციებს თავადაც შეუძლიათ რისკების მართვა. ამიტომ ბუნებრივია, რაღაც ზღვარი არსებობს, რომლის იქითაც არ წავალთ”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური აშენდება - სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა

მესტიაში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური აშენდება - სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა

BM.GE

„დეილის“ ქსელში AI-ის დანერგვის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

„დეილის“ ქსელში AI-ის დანერგვის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

BM.GE

მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გასაჯაროვდა - რა ქონებას ფლობს?

მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გასაჯაროვდა - რა ქონებას ფლობს?

BM.GE

წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE