მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილი
"რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილი

"რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილი

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 17:14|bm.ge

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა ქვეყანაში, მით უფრო გაიზრდება დემოგრაფიული გამოწვევები. ამის შესახებ მან პარლამენტში შობადობის შემცირებისა და უარყოფითი ბუნებრივი მატების მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მოქალაქეებისთვის შვილის გაჩენის შემაკავებელი ფაქტორი შესაძლოა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა იყოს, პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ "საქმე პირიქით არის". შალვა პაპუაშვილმა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ეკონომიკურ განვითარებასა და დემოგრაფიულ ვარდნას შორის პირდაპირი კავშირია, რადგან მოქალაქეები პრიორიტეტს კარიერას ანიჭებენ.

"დემოგრაფიული გამოწვევები მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ზოგადი ტენდენციაა იმ სივრცეში, მათ შორის ევროპაში, სადაც ხდება ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდა. სამწუხაროდ, პირდაპირი კორელაცია არსებობს კეთილდღეობის ზრდასა და შობადობის კლებას შორის.

სამწუხაროდ, სტატისტიკა ასე იქნება: რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება... კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ოჯახები თავს იკავებენ, რადგან დაკავებულები არიან კარიერით. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური და ემოციური - რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ - დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებში გადადის. რაციონალური მსჯელობის დროს კი ადამიანმა შეიძლება სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო პრობლემის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოჯახების წახალისების მთავარ მექანიზმად განათლების საფეხურების დაფინანსება დაასახელა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო დამატებით ინიციატივებზეც მუშაობს.

"არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს, წაახალისოს ოჯახები, რათა წყვილებმა იფიქრონ შვილებზე. მათ შორის ისიც, რომ ამ ხელისუფლებამ შემოიღო უფასო ბაღები, რაც "ნაცმოძრაობის" დროს ფასიანი იყო. სკოლები უფასო იყო და უფასოა, ამასთან, უმაღლესი განათლებაც უფასო გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პარლამენტი ამ საკითხზე ყოველდღიურად მუშაობს, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს წასახალისებლად", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გამოსვლის ბოლოს პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. მესამე შვილის სტატისტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ საბაზისო ეკონომიკურ პირობებზე მეტად, ხშირად ემოციური და კულტურული ფაქტორები მოქმედებს. მისი თქმით, საქართველოში მესამე და შემდგომი შვილის გაჩენის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალი სწორედ პატრიარქის მიერ მათი მონათვლის ინიციატივის შემდეგ გახდა, ხოლო მთავარ გამოწვევად პირველი და მეორე შვილის ყოლისგან თავშეკავება რჩება.

ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ბუნებრივმა მატებამ უარყოფითი 4 715 შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • პაპუაშვილი ოპოზიციაზე: სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ - პარალელების მოძებნას ტყუილად ცდილობენტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის

BM.GE

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

BM.GE

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

BM.GE