მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეალური უმუშევრობის დონე, შესაძლოა, ოფიციალურ 13.9%-ზე დაბალიც კი იყოს, თუმცა ეს დამახინჯებულ შრომის ბაზარზე მიუთითებს - ფინანსისტი
რეალური უმუშევრობის დონე, შესაძლოა, ოფიციალურ 13.9%-ზე დაბალიც კი იყოს, თუმცა ეს დამახინჯებულ შრომის ბაზარზე მიუთითებს - ფინანსისტი

რეალური უმუშევრობის დონე, შესაძლოა, ოფიციალურ 13.9%-ზე დაბალიც კი იყოს, თუმცა ეს დამახინჯებულ შრომის ბაზარზე მიუთითებს - ფინანსისტი

BM.GE18 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

უმუშევრობის დონე შესაძლოა, საქართველოში შრომის ბაზრის რეალურ სურათს არ ასახავს, - ამის შესახებ ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში შექმნილია „არაჯანსაღი მოტივაციის“ სისტემა, რომელიც განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უბიძგებს, ოფიციალურ დაბალანაზღაურებად სამსახურს არალეგალური დასაქმება და ამავდროულად, სახელმწიფო დახმარების მიღება არჩიოს.

ბედინეიშვილის განმარტებით, სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით, ადამიანების ნაწილი ფორმალურ შრომით ურთიერთობებში არ შედის, შედეგად, რეალური უმუშევრობის დონე, შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე - 13.9%-ზე დაბალიც კი იყოს და 10%-ის ფარგლებში მერყეობდეს, თუმცა ეს ფაქტი თავის მხრივ, არაჯანსაღ, ჩრდილოვან ეკონომიკასა და დამახინჯებულ შრომის ბაზარზე მიუთითებს.

„რატომღაც წლების განმავლობაში გვინარჩუნდება უმუშევრობის მაღალი დონე. ფაქტობრივად, ნებისმიერ ეკონომიკური მოდელის პირობებში გვაქვს მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. თვითონ მოტივაციაც ისეა შექმნილი, რომ დასაქმების სურვილი შემცირებულია. ანუ, ხანდახან ბევრისთვის სჯობია, რომ იმის მაგივრად, რომ დასაქმდეს შედარებით დაბალ ხელფასზე, მიაჩნია, რომ უკეთესია, ვთქვათ, სოციალური დახმარება მიიღოს. ეს ძალიან ცუდ, არაჯანსაღ მოტივაციას ქმნის,“ – აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

ბედინეიშვილი მიუთითებს, რომ ადამიანები ახერხებენ კომბინაციას, რომ იმუშაონ და სოციალური დახმარებაც მიიღონ. თუმცა რამდენად მასშტაბურია ეს სქემა, ფინანსისტი ამბობს, რომ სპეკულირება არ სურს.

„ხშირად მიიჩნევა ხოლმე პრობლემად, რომ შეიძლება სოციალური დახმარება ზედმეტად ხელგაშლილია, მაგრამ საქართველოში ასე ვერ ვიტყვით. სოციალური დახმარება იმდენად დიდი არ არის, რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ შემწეობის მიღებაზე გააკეთოს ადამიანმა არჩევანი, მაგრამ თუ ამის კომბინირებას ახერხებს რაღაცნაირად, თან არალეგალურად მუშაობ და თან სოციალურ დახმარებასაც იღებ, ეს, რა თქმა უნდა, არის საერთო სტატისტიკას ამახინჯებს. მე ამით რას ვამბობ, არის ის, რომ რეალური უმუშევრობა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ოფიციალურად გამოქვეყნებული ( მაგრამ მაინც მაღალი იქნება, დარწმუნებული ვარ, 10%-ის ფარგლებში). ამ კუთხით მივდივართ ჩვევებსა და უნარებთან, რაც ბაზრის მოთხოვნასთან აცდენილია“, - ფიქრობს ბედინეიშვილი.

ექსპერტის თქმით, ეს ფაქტორი სახელმწიფოს მხრიდანაც ქმნის პოლიტიკურ ბერკეტს, რადგან სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული მოსახლეობა უფრო მეტად მოწყვლადია პოლიტიკური გავლენების მიმართ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

BM.GE