მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო
Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო

Report: აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოს საბაჟოზე კვირების განმავლობაში აჩერებენ - საკითხში საელჩო ჩაერთო

BM.GE6 აგვისტო, 2026, 18:03|bm.ge

აზერბაიჯანელი მძღოლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილდებიან, უკვე რამდენიმე კვირაა საბაჟოზე გაფორმებას ვერ გადიან. მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟო პუნქტებზე შეფერხების მიზეზების შესახებ ოფიციალურ განმარტებებს ვერ იღებენ. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საელჩომ ქართულ მხარეს ვითარებაში გარკვევის მიზნით მიმართა. წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

როგორც სააგენტო Report-ის ქართული ბიურო იუწყება, მძღოლები „სარფი“ და „წითელი ხიდის“ საბაჟოებსა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საკითხის გადაჭრას დიდხანს ელოდებიან.

მძღოლი თეიმურ სულთანოვი გამოცემასთან ამბობს, რომ ბათუმამდე მგზავრობამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა, თუმცა „სარფის“ გამშვებ პუნქტზე მისი ავტომობილი შეაჩერეს, ჩამოართვეს პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები. „საბაჟო ტერიტორიაზე უკვე 15 დღეა ვიმყოფები. მხოლოდ ერთ რამეს გვეუბნებიან: „დაელოდეთ“. როდესაც მიზეზს ვეკითხები, არ პასუხობენ. არავინ განმარტავს, რაშია პრობლემა - დოკუმენტებში, ტვირთში თუ წონაში“, - განაცხადა მძღოლმა.

Report-ის ცნობით, ანალოგიურ პრობლემას წააწყდა მძღოლი, ელდენიზ მამედლიევი, რომელიც საქართველოში უკვე თვეზე მეტია იმყოფება. მას აზერბაიჯანში ქუთაისში წარმოებული ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა, რომელიც მეტალურგიულ მრეწველობაში გამოიყენება. თავდაპირველად ის საბაჟოზე სამი დღით შეაჩერეს, შემდეგ კი სხვა პუნქტში გადაამისამართეს. „მანქანა სრულად დაშალეს, წაიღეს ყველა დოკუმენტი, პასპორტი, ტელეფონი. შემდეგ, ყოველგვარი განმარტების გარეშე მითხრეს: „შეგიძლია წახვიდე“. ვკითხე: საით? მიპასუხეს: „არ ვიცით“, - ჰყვება მძღოლი.

მამედლიევმა აღნიშნა, რომ პასპორტი მხოლოდ 20 დღის შემდეგ დაუბრუნეს, მთელი ეს დრო ავტომობილი დაშლილი იყო, ხოლო მას თავად ქუჩაში ღამის თევა უწევდა. „თუ პრობლემა ტვირთშია - ჩამოტვირთეთ და გამიშვით, მაგრამ არავინ არაფერს მიხსნის. ახლა საქართველოში უკვე დაახლოებით 45 დღეა ვიმყოფები“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მძღოლებმა ბაჰადურ ალიევმა და იმან ალიევმაც განაცხადეს, რომ გაჭიანურებული საბაჟო გაფორმების გამო ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა ელოდებიან. მათ თქმით, დაკავების მიზეზებზე ოფიციალურ განმარტებებს არც მათ აძლევენ.

მძღოლების თქმით, „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გადასასვლელზეც აზერბაიჯანული სანომრე ნიშნების მქონე რამდენიმე სატვირთოა შეჩერებული.

Report-ი მძღოლებზე დაყრდნობით წერს, რომ მებაჟეებმა მოგვიანებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სპეციალური ნებართვა მოითხოვეს. მძღოლები აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი წარუდგინეს, თუმცა ამის შემდეგ მათგან დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნა მოითხოვეს. ტვირთის მფლობელმა საჰიბ ალიევმა Report-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ნებართვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს გასცა და აქამდე იმავე დოკუმენტებით საქართველოს ტერიტორიაზე ასობით სატვირთო ავტომობილს შეუფერხებლად გაუვლია. „მგონია, რომ შექმნილი ვითარება დოკუმენტების არადროული შემოწმებისა და ბიუროკრატიული გაურკვევლობის გამო წარმოიშვა“, — აღნიშნა ალიევმა.

Report-ი წერს, რომ მძღოლების უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ქართველი მებაჟეების ქცევაა. ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, მძღოლებს ოფიციალურ ინფორმაციას არ აწვდიან, ხოლო შეკითხვებზე ზოგჯერ უხეშად პასუხობენ და ერთი ფრაზით შემოიფარგლებიან: „წადი და დაელოდე“. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ მკაფიოდ უნდა განუმარტონ დაკავების მიზეზი და ის, თუ რა დოკუმენტები ან პროცედურებია საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად.

როგორც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ადგილობრივ ბიურო Report-ს აცნობეს, ვითარებას აკონტროლებენ. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ მოთხოვნა გაუგზავნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკითხი უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად შესწავლის პროცესშია.

bm.ge-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავზებთ. საკითხზე შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებას ვცდილობთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებზე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება, ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდესიმედი
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • კრიტიკული კითხვები მოსამართლეობის კანდიდატს - რა ხდებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეტვ პირველი
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

BM.GE

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

BM.GE

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

BM.GE