მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რესტორანი და პანორამული გადასახედები|როდის დასრულდება თბილისის ანძის ₾50-მილიონიანი პროექტი
რესტორანი და პანორამული გადასახედები|როდის დასრულდება თბილისის ანძის ₾50-მილიონიანი პროექტი

რესტორანი და პანორამული გადასახედები|როდის დასრულდება თბილისის ანძის ₾50-მილიონიანი პროექტი

BM.GE10 ივლისი, 2026, 04:00|bm.ge

კომპანია “კასს გრუპი” თბილისის ანძის მოდერნიზაციის საინვესტიციო პროექტს 2028 წელს დაასრულებს.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა.

თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი გულისხმობს რესტორნის, პანორამული გადმოსახედებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. თბილისის მერიამ ობიექტი ”კასს გრუპს” 25-წლიანი მართვისა და სარგებლობის უფლებით გადასცა. საინვესტიციო ჰოლდინგს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.

"დარწმუნებული ვართ, ეს სივრცე დედაქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცევა. ჩვენი ჩანაფიქრით, საქართველოში ჩამოსული ყოველი ტურისტი აუცილებლად ესტუმრება როგორც თბილისის ანძას, ისე ჩვენს მეორე უნიკალურ პროექტს. ეს იქნება ერთგვარი მარშრუტი, რომელიც ვიზიტორებს სრულყოფილ, საინტერესო დღეს შესთავაზებს. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული სტუმარი ქვეყნიდან კმაყოფილი წავიდეს და მსოფლიოში საქართველოს უნიკალურობის თავისებურ ელჩად იქცეს", - ამბობს ის.

ეკატერინე თორდიას თქმითვე, კომპანიამ უკვე მიიღო მშენებლობის ნებართვა, მოეწყო სამშენებლო მოედანი და დაწყებულია სამუშაოები.

“თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისთვის, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება”, - ამბობს კომპანიის დირექტორი და იმედოვნებს, რომ მოდერნიზებული ანძა ტურისტებისთვის ისეთივე მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორიც წალკის კანიონია.

"წალკის კანიონისგან განსხვავებით, აქ გაცილებით რთული ბიუროკრატიული პროცესების გავლა მოგვიწია. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან თბილისის სატელევიზიო ანძა ჩვენი დედაქალაქის მთავარი სიმბოლოა. ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ, პროექტის ავთენტიკურობის შენარჩუნება იყო, ხოლო მეორე მხრივ - ანძის სრული მოდერნიზაცია და განახლება. პროცესში ჩართული იყო უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ექსპერტი, სპეციალისტი და ინჟინერი.

რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მშენებლობის ნებართვა უკვე მოვიპოვეთ და ამჟამად აქტიურ ფაზაში ვართ. მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დასრულდა ძველი ნაგებობების დემონტაჟი და აშენდა ახალი სასაწყობე ფართი, სადაც თბილისის ტელეცენტრის ძველი კონსტრუქციები და მასალები დასაწყობდება. ახლა უკვე უშუალოდ ანძას ვუახლოვდებით და უახლოეს პერიოდში საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს დავიწყებთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, განახლებულ თბილისის ანძას 2028 წელს ვიხილავთ", - აცხადებს ეკატერინე თორდია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • სააპელაციო სასამართლო: 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოქალაქეს, მოსამართლეს და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელს ულოცავს კონსტიტუციის დღესიმედი
  • პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავარუსთავი 2
  • თბილისში სამმა არასრულწლოვანმა "ნიკორას" მაღაზია გატეხა - ლევან ზაზაძეტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE