მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რევაზ სოხაძემ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პოლონური კომპანიების მონაწილეობაზე ისაუბრა
რევაზ სოხაძემ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პოლონური კომპანიების მონაწილეობაზე ისაუბრა

რევაზ სოხაძემ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პოლონური კომპანიების მონაწილეობაზე ისაუბრა

BM.GE27 აპრილი, 2026, 19:48|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და აღნიშნეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.

"მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.

მხარეებმა იმსჯელეს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების, მათ შორის, პოლონური კომპანიების ქართულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას", - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE