მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რიაზანში დრონების იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობი იწვის – დაშავებულია 6 ადამიანი
რიაზანში დრონების იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობი იწვის – დაშავებულია 6 ადამიანი

რიაზანში დრონების იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობი იწვის – დაშავებულია 6 ადამიანი

BM.GE29 ივლისი, 2026, 10:18|bm.ge

რუსეთში, რიაზანის ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხები ავრცელებენ.

Astra-ს ცნობით, შეტევის სამიზნე გახდა სოფელ ტიუშევოსთან, ინდუსტრიულ პარკ „რიაზანსკიში“ მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკური ობიექტი. კომპანია RWB-ის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად, რიაზანის ლოგისტიკური ცენტრიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ტერიტორიებზე. კონკრეტული კომპანიები ჩინოვნიკს არ დაუსახელებია. მალკოვის თქმით, ჰოსპიტალიზებულია ექვსი ადამიანი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ცნობით, ხანძარი ასევე დაფიქსირდა „როსნეფტის“ რიაზანის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაშიც, რომელმაც იერიშების გამო მუშაობა მაისშიც დროებით შეაჩერა.

18 ივლისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშების სერია მიიტანეს Wildberries-ის ლოგისტიკურ ჰაბებზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში (მათ შორის მოსკოვის, ტამბოვის, ტვერის ოლქებსა და სანქტ-პეტერბურგთან). 25 ივლისს დრონებით შეტევისას ხანძარი გაჩნდა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობის ავტოსადგომზეც.

არსებული მონაცემებით, უკრაინულმა დარტყმებმა დააზიანა მარკეტპლეისის ლოგისტიკური სიმძლავრეების 10%-ზე მეტი, რაც 550 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wildberries-ის საწყობებზე იერიშებს უწოდა პასუხი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებზე. მისი თქმით, კომპანიის ლოგისტიკური ცენტრები, კერძოდ ტამბოვისა და მოსკოვის ოლქებში, გამოიყენებოდა დრონებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის დასამზადებლად სანქცირებული კომპონენტების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თუ მოისვრი, მობრუნდება“ – „ვისოლმა“ საქართველოში გზისპირა დანაგვიანების შესამცირებლად მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო

„თუ მოისვრი, მობრუნდება“ – „ვისოლმა“ საქართველოში გზისპირა დანაგვიანების შესამცირებლად მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო

BM.GE

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - NAEC

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - NAEC

BM.GE

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

BM.GE

გასულ წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალმა 208 მილიონ ლარს გადააჭარბა - საქსტატი

გასულ წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალმა 208 მილიონ ლარს გადააჭარბა - საქსტატი

BM.GE