მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რისთვის გამოვიდა სახელმწიფო სუბსიდირებიდან, თუ რთველზე უფრო მეტი დაიხარჯებოდა" | ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხი
"რისთვის გამოვიდა სახელმწიფო სუბსიდირებიდან, თუ რთველზე უფრო მეტი დაიხარჯებოდა" | ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხი

"რისთვის გამოვიდა სახელმწიფო სუბსიდირებიდან, თუ რთველზე უფრო მეტი დაიხარჯებოდა" | ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხი

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 20:06|bm.ge

რისთვის გამოვიდა სახელმწიფო სუბსიდირებიდან თუ რთველზე უფრო მეტი ფული დაიხარჯებოდა - ამ კითხვით მიმართა "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა შალვა კერესელიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს.

გიორგი კაკაურიძემ დღეს კომიტეტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც რთველის დაფინანსება 170 მილიონი ლარით გაიზარდა და მთლიანობაში 250 მილიონი ლარი შეადგინა.

შალვა კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიუხედავად დარგში ჩატარებული აღწერისა და სუბსიდირების პროგრამიდან სახელმწიფოს გამოსვლისა, ბიუჯეტიდან იმაზე მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე წინა წლებში. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა - რატომ არ ითხოვს ფინანსთა სამინისტრო დარგობრივი უწყებისგან რთველის ბიუჯეტის ზრდაზე მოთხოვნისას დასაბუთებას.

"სანამ რთველი დაიწყება - ივნის-ივლისში - ღვინის ეროვნული სააგენტო სამინისტროსთან ერთად აკეთებს წინასწარ პროგნოზირებას, სავარაუდოდ რა მოსავალი უნდა მოვიდეს კულტურების მიხედვით. აქ ცდომილება ბუნებრივია არის - 10%, 20%, 30%, მაგრამ 200 და 300%-იანი ცდომილება არასდროს ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ მიწის კადასტრი გააკეთა, ვენახები აღრიცხა და დეტალური ინფორმაცია აქვს, უწყებამ განაცხადა, რომ წელს სრულად გამოვიდა სუბსიდიიდან, იმაზე მეტი ფული დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ვიდრე სუბსიდირებისას იხარჯებოდა. ამაზე კითხვა ხომ უნდა დასვათ, ან არ ეკითხებით [სამინისტროს], როდესაც ამხელა ფულს ითხოვს რთველის დაფინანსებაზე მას შემდეგ, რაც რთველი დამთავრდა? ან ვერ გათვალა, ან სწორად ვერ დათვალა, ან რისთვის გამოვიდა სუბსიდირებიდან, თუ უფრო მეტი ფული დაიხარჯებოდა ბიუჯეტიდან?" - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მზადებისას, რომელიც, როგორც წესი წინა წლის ნოემბერში მიმდინარეობს, ყურძნის მოსავლის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია.

"დღეს არის ნოემბერი, როდესაც ვამზადებთ მომდევნო წლის ბიუჯეტს. დღეს ვინმეს შეუძლია პროგნოზი გააკეთოს მომდევნო წლის რთველთან დაკავშირებით? სავარაუდოდ, არ შეუძლია. შესაბამისად, ბიუჯეტში იდება სავარაუდო თანხა და შემდგომ კორექტირება ხდება ფაქტობრივი მოსავლის მიხედვით. წინა წელს ვერც თქვენ და ვერც ვერავინ განსაზღვრავს მომდევნო წლის მოსავლის ზუსტ მოცულობას.

რაც შეეხება რიცხვებს: წელს 80 მილიონი იყო გათვალისწინებული, 170 მილიონი ემატება წლევანდელი რთველისთვის და ჯამში წლევანდელი რთველის დაფინანსება იქნება 250 მილიონი. ამასთან, 45 მილიონი ლარი წელსვე განისაზღვრება უკვე მომდევნო წლის რთველის დასაფინანსებლად", - აღნიშნა კაკაურიძემ.

შალვა კერესელიძემ ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას საბაზისო მონაცემად წინა წლის სტატისტიკა უნდა იქნეს გამოყენებული:

"წინა წლის მონაცემები ხომ შეიძლება იყოს გათვალისწინებული და მერე დაკონკრეტდეს? წინა წელთან შედარებით ხომ გამორიცხულია სახელმწიფომ 100%-ით და 200%-ით მეტი მოსავალი მიიღოს. თქვენი, როგორც საფინანსო უწყების და ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიცია მაინტერესებს ასეთ არასწორ კალკულაციასთან, გათვლასთან და დამოკიდებულებასთან დაკავშირებით" - მიმართა მან მინისტრის პირველ მოადგილეს.

საპასუხოდ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ხარჯების ზრდა წლევანდელმა უპრეცედენტო მოსავალმა განაპირობა.

"ჩვენ ვდებთ გარკვეულ თანხას - ₾80 მილიონი იქნება გათვალისწინებული მომდევნო წელსაც. ამას ემატება გადამუშავებული ყურძნისა და სპირტის რეალიზაციით მოსალოდნელი თანხა, რაც რთველის ნაწილში საშუალო მონაცემია. თუმცა საბოლოო ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მოსავალი. წელს, რაოდენობრივი კუთხით - შაქრიანობასა და დეტალებში რომ არ შევიდეთ - იყო გაცილებით მეტი მოსავალი, ვიდრე წინა წლებში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2025 წელს მთავრობამ რთველი თავდაპირველად 60 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა მოგვიანებით სუბსიდირების ფაქტობრივი ხარჯი 3.5-ჯერ, 220 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამ წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.

2026 წელს კი, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, ანუ რთველის მიწურულისთვის, 323.3 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

შესაბამისად, გიორგი კაკაურიძის მტკიცება, რომ წელს ქვეყანამ გაცილებით მეტი მოსავალი მიიღო, რის გამოც რთველის დაფინანსების 170 მილიონი ლარით გაზრდა გახდა საჭირო, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
მინისტრი →პასუხი →

მსგავსი სტატიები

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

BM.GE

საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა

საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა

BM.GE

რაზე გაამახვილებს ირაკლი კობახიძე ყურადღებას EPC-ის მე-9 სამიტზე?

რაზე გაამახვილებს ირაკლი კობახიძე ყურადღებას EPC-ის მე-9 სამიტზე?

BM.GE

დოლარის გამყარებისა და FED-ის განაკვეთის ზრდის მოლოდინის ფონზე, ოქროს ფასი დაეცა

დოლარის გამყარებისა და FED-ის განაკვეთის ზრდის მოლოდინის ფონზე, ოქროს ფასი დაეცა

BM.GE