მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რკინიგზის განახლების მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი“ - ირაკლი კობახიძე
"რკინიგზის განახლების მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი“ - ირაკლი კობახიძე

"რკინიგზის განახლების მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი“ - ირაკლი კობახიძე

BM.GE6 აგვისტო, 2026, 20:13|bm.ge

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო ოთხ საათამდე შემცირდა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზაში დაწყებული ცვლილებები გაგრძელდება და საზოგადოებას მომდევნო პერიოდში დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. მისი თქმით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის დროის შემცირება იმ რეფორმების ნაწილია, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რკინიგზაში განხორციელდა.

კობახიძის განცხადებით, სამგზავრო მატარებლის განახლება მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯია და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი ცვლილებაა დაგეგმილი.

"მგზავრს, რომელიც მგზავრობს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, მგზავრობის დრო ეზოგება, მანამდე 5 საათ-ნახევარი იყო და ახლა 4 საათამდეა შემცირებული, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ ამ ერთის წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა, ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილებაც, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად სათანადო ვადებში განხორციელდება".

პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მისი თქმით, ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა რეკორდულ ნიშნულზეა და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 2026 წელი პორტისთვის რეკორდული იქნება.

მისივე თქმით, მთავრობა ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარებასთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც აგრძელებს მუშაობას.

"ეს მიმართულებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. ჩვენ უკვე პირველი შვიდი თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო ტვირთბრუნვის კუთხით და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ბათუმის პორტია ძალიან მნიშვნელოვანი, ფოთის პორტი და ასევე თქვენ იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება. რაც შეეხება საზღვაო აკადემიას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის. აქ იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულების გაძლიერება".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობასიმედი
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?

რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს უდიდეს რეზერვებს და სად ინახავენ მას?

BM.GE

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

BM.GE

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

BM.GE