მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდის და სად მიდის ლაგარდი?
როდის და სად მიდის ლაგარდი?

როდის და სად მიდის ლაგარდი?

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 04:27|bm.ge

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა დაადასტურა, რომ იგი თანამდებობას 2027 წელს დატოვებს, თუმცა უარი განაცხადა იმის დაზუსტებაზე, დარჩება თუ არა პოსტზე უფლებამოსილების ოფიციალურ ამოწურვამდე, კერძოდ 2027 წლის ოქტომბრამდე. შესაბამისად, უცნობია, აპირებს თუ არა ის პრეზიდენტობიდან ნებაყოფლობით გადადგომას.

RTE Radio-სთან ინტერვიუში კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს ოქტომბერში წასვლას, მან უპასუხა: „ვნახოთ“.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტობის გადაბარების პროცესი მაღალი პროფესიონალიზმით წარიმართება, თუმცა მას დეტალები არ განუმარტავს და არც ის უთქვამს, თუ ვინ გადაიბარებს ევროპის მთავარი ბანკირის ტვირთს.

ცნობისთვის, ლაგარდის სავარაუდო ვადამდელ წასვლაზე დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი იანვარში მემუარების გამოცემას გეგმავს. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი საბჭო მას აღმასრულებელი დირექტორის პოსტს სთავაზობს.

ამასთან, არსებობს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ლაგარდმა საფრანგეთის არჩევნებში იბრძოლოს, თუმცა ეს პერსპექტივა ამჟამად ნაკლებად სავარაუდო ჩანს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE