მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ ოპერირებს "ონუკა"? - პირველი Specialty ყავის სახლი რაჭაში
როგორ ოპერირებს "ონუკა"? - პირველი Specialty ყავის სახლი რაჭაში

როგორ ოპერირებს "ონუკა"? - პირველი Specialty ყავის სახლი რაჭაში

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 03:54|bm.ge

2025 წლის ივნისიდან რაჭაში, ქალაქ ონის ცენტრში რეგიონში პირველი specialty ყავის კაფე "ონუკა" ოპერირებს. ობიექტი თბილისიდან რაჭაში საცხოვრებლად გადასულმა გვანცა რეხვიაშვილმა მეუღლესთან ერთად გახსნა.

როგორც BM.GE-სთან საუბარში "ონუკას" თანადამფუძნებელი გვანცა რეხვიაშვილი აღნიშნავს, სტარტაპის შექმნის მთავარი მოტივი რეგიონში შესაბამისი სერვისისა და სოციალური სივრცის დეფიციტი გახდა:

"იდეა მაშინ გაჩნდა, როცა მე და ჩემი მეუღლე რაჭაში გადმოსვლას ვგეგმავდით. რადგან მსგავსი ადგილი რეგიონში არ არსებობდა - არა უბრალოდ ქოფი შოპი, არამედ მშვიდი ტიპის კაფე - გვინდოდა გაგვეკეთებინა სივრცე, სადაც ახალგაზრდები, ადგილობრივები და სტუმრები შეიკრიბებოდნენ. ამასთან, გატაცებული ვართ ყავისა და ჩაის კულტურით. შესაბამისად, თავიდან ეს უფრო რეგიონში კულტურული თავშეყრის ადგილის შექმნის სურვილი იყო, ვიდრე შორსმიმავალი ბიზნესგათვლა", - აცხადებს რეხვიაშვილი.

"ონუკას" ძირითად მენიუს specialty ყავა, ჩაი, საუზმე, დესერტები და კოქტეილები წარმოადგენს. დამფუძნებლების სტრატეგია პრემიუმ კლასის ნედლეულის გამოყენებას ეფუძნება. კერძოდ, ყავის მარცვლის მოხალვა ადგილობრივად, საქართველოში ხდება. ჩაის შემთხვევაში კი ობიექტი ადგილობრივ მწარმოებლებთანაც თანამშრომლობს და იმპორტს უშუალოდ ჩინეთიდანაც ახორციელებს.

"არ ვიყენებთ ერთჯერად, პაკეტის პროდუქციას. გვაქვს ქართული ჩაი, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან, ასევე ჩინური პრემიუმ ჩაი, რომლის იმპორტსაც პირდაპირ ჩინეთიდან ვახორციელებთ. ყავის მარცვალი საქართველოში იხალება. ჩვენი მიზანი იყო, არ ვყოფილიყავით ხარისხში შეზღუდულები და არ გამოგვეყენებინა მასობრივი, კომერციული მარცვალი", - განმარტავს დამფუძნებელი.

როგორც გვანცა რეხვიაშვილი განმარტავს, მაღალი ხარისხის ნედლეულის მიუხედავად, კომპანიამ საფასო პოლიტიკა რეგიონის მსყიდველთუნარიანობას მოარგო: ყავის ფასი 4-დან 13 ლარამდე მერყეობს, ქართული ჩაის ფინჯანი - 5 ლარიდან, ხოლო ჩინური პრემიუმ ჩაი 7-8 ლარი ღირს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ობიექტი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვისაც. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ყოველდღიური ვიზიტის ფინანსური რესურსი, შეუძლია, დაახლოებით 6 ლარად მიიღოს ყავა და ნამცხვარი. ასეთი მომხმარებელი შესაძლოა ბიზნესის ძირითად შემოსავალს არ ქმნიდეს, თუმცა ადგილობრივი ინკლუზიურობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია", - ამბობს რეხვიაშვილი.

"ონუკა" 100%-ით დამფუძნებლების პირადი კაპიტალით გაიხსნა - გრანტებისა და საბანკო სესხების გარეშე. ობიექტი პროფესიონალური დანადგარებით აღიჭურვა და ამ ეტაპზე 5 ადგილობრივ მცხოვრებს ასაქმებს.

ბიზნესისთვის მთავარ საოპერაციო გამოწვევას მაღალი სეზონურობა წარმოადგენს. ტურისტული ნაკადების სიმცირის გამო, ზამთრის პერიოდში ობიექტის ფუნქციონირება ფინანსურად წამგებიანია, თუმცა გუნდის შენარჩუნების მიზნით, გასულ წელს ობიექტმა მუშაობა არ შეაჩერა.

"ზამთარში ოპერირება ფინანსურად ძალიან წამგებიანი აღმოჩნდა - მოგებაზე საუბარი არ არის. თუმცა, რადგან თანამშრომლები ადგილობრივები არიან, არ გვინდოდა ზამთარში მათი შემოსავლის გარეშე დატოვება. ამ გადაწყვეტილებამ ფინანსური რესურსებისგან საკმაოდ დაგვცალა, ამიტომ მიმდინარე წელს ჯერ უცნობია, რამდენად შევძლებთ ზამთარში უწყვეტ რეჟიმში მუშაობას", - აღნიშნავს გვანცა რეხვიაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ონუკას" დამფუძნებელი გაფართოებასა და ფილიალების გახსნას განსაკუთრებით იმ მაღალმთიან რეგიონებში განიხილავს, სადაც მსგავსი ტიპის ობიექტები არ არსებობს.

ამასთან, ვინაიდან "ონუკა" ამჟამად იჯარით აღებულ ფართში ოპერირებს, დამფუძნებლის მიზანია, გაფართოებისთვის საკუთარი უძრავი ქონება შეიძინოს. გვანცა რეხვიაშვილის შეფასებით, ეს საშუალებას მისცემთ, "ონუკა" კონცეპტუალურ სივრცედ იქცეს, რომელიც მომხმარებელს, ყავის გარდა, სხვადასხვა აქტივობასა და მრავალფეროვან გარემოს შესთავაზებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ხუმრობდა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ს გენერალურ დირექტორს, დანა ვაითს შესთავაზარუსთავი 2
  • ტრამპი ამბობს, რომ „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდატვ პირველი
  • ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზაფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლის →

მსგავსი სტატიები

Park Boulevard - თანამედროვე საცხოვრებელი გარემო გამწვანებული ბულვარითა და რეკრეაციული სივრცეებით

Park Boulevard - თანამედროვე საცხოვრებელი გარემო გამწვანებული ბულვარითა და რეკრეაციული სივრცეებით

BM.GE

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო "სახალხოა", ვიდრე - ეკონომიკური ზრდა|გიორგი ხიშტოვანის ანალიზი

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო "სახალხოა", ვიდრე - ეკონომიკური ზრდა|გიორგი ხიშტოვანის ანალიზი

BM.GE

როგორ დაიწყო შავი პარასკევის ისტორია და რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ შოპინგამდე?

როგორ დაიწყო შავი პარასკევის ისტორია და რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ შოპინგამდე?

BM.GE

„ანიგოზი“ პირველი ბრენდული მაღაზიას ხსნის - როგორია კომპანიის განვითარების გეგმა?

„ანიგოზი“ პირველი ბრენდული მაღაზიას ხსნის - როგორია კომპანიის განვითარების გეგმა?

BM.GE