მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეიცვალა რუსეთში ინფლაცია?
როგორ შეიცვალა რუსეთში ინფლაცია?

როგორ შეიცვალა რუსეთში ინფლაცია?

BM.GE19 მაისი, 2026, 22:14|bm.ge

გასულ თვეს, წლიური ინფლაციის დონემ რუსეთში კლება განაგრძო და 5.6% შეადგინა, რაც წინა პერიოდში გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგებით, რუბლის შედარებითი სტაბილურობითა და საბაზისო ინფლაციის შემცირებით არის განპირობებული.

რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, Rosstat-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ინფლაცია მარტის 5%-იანი მაჩვენებლიდან აპრილში 4%-მდე შემცირდა, რაც ხილსა და ბოსტნეულზე ფასების მკვეთრმა კლებამ განაპირობა.

პარალელურად, ფასები გაიზარდა არასასურსათო პროდუქტებზე, მომსახურების სექტორში კი მაღალი ნიშნული შენარჩუნდა და მაჩვენებელმა 9.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურ ჭრილში, მარტში დაფიქსირებული 0.6%-იანი ზრდის შემდეგ, აპრილში ინფლაცია 0.1%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ ინფლაციის ტრაექტორიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყება მიმდინარე წელს 4%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას და ხუთწლიანი მაღალი ინფლაციის პროცესის დასრულებას გეგმავს.

უწყების პროგნოზით, 2026 წელს წლიური ინფლაცია 4.5–5.5%-მდე შემცირდება, 2027 წლისთვის კი მიზნობრივ 4%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელს ამ მაჩვენებლის მიღწევა რთული იქნება და ინფლაციის საშუალო პროგნოზი 2026 წლისთვის 5.9%-ს, ხოლო 2027 წლისთვის 5.2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი Rosstat-ის მონაცემებს არ ეთანხმება და სტატისტიკის სამსახურს "რიცხვების წვალებაში" ადანაშაულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE