მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი ფინანსური შედეგები აქვს PepsiCo-ს?
როგორი ფინანსური შედეგები აქვს PepsiCo-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს PepsiCo-ს?

BM.GE10 ივლისი, 2026, 05:00|bm.ge

გამაგრილებელი სასმელებისა და კვების ინდუსტრიის ამერიკული გიგანტის, PepsiCo-ს მეორე კვარტალის შემოსავალმა, უოლ-სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა, რაც უშაქრო სასმელებსა და პროტეინით მდიდარ პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით იმატა და $24.18 მილიარდი შეადგინა, მაშინ როცა ანალიტიკოსები მაჩვენებლის 5.4%-იან ზრდას და $23.95 მილიარდის მიღწევას ვარაუდობდნენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის კვარტალურმა სუფთა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.20 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ($2.12) აღემატება.

ამასთან, კომპანიამ მიმდინარე ფისკალური წლის პროგნოზები უცვლელად დატოვა. PepsiCo-ს ხელმძღვანელობა 2026 წელს ორგანული შემოსავლის 2%-დან 4%-მდე ზრდას ვარაუდობს, ხოლო ძირითადი მოგება თითო აქციაზე, მუდმივ სავალუტო კურსში, 4%-დან 6%-მდე დიაპაზონში გაიზრდება.

ფინანსური დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საწარმოო ხარჯების ინფლაციაა მოსალოდნელი, თუმცა გასულ წელს გადახდილი ტარიფების დაბრუნება და პროდუქტიულობის დაზოგვა ამ დარტყმას შეამსუბუქებს.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ფინანსური შედეგების გასაჯაროების ფონზე, PepsiCo-ს აქციების შეფასება 5%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლისნეტგაზეთი
  • წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობსიმედი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყოფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომლის შესყიდვაც სომეხ ბიზნესმენს, კარენ საფარიანს სურს

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომლის შესყიდვაც სომეხ ბიზნესმენს, კარენ საფარიანს სურს

BM.GE

არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს

არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს

BM.GE

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი

BM.GE