მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია ASML-ის ფინანსური შედეგები?
როგორია ASML-ის ფინანსური შედეგები?

როგორია ASML-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE16 ივლისი, 2026, 04:30|bm.ge

ნახევარგამტარების წარმოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის უმსხვილესმა მომწოდებელმა, ჰოლანდიურმა კომპანია ASML-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტორების მოლოდინებზე უკეთესი ფინანსური შედეგები დააფიქსირა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული.

კომპანიის შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში €9.33 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ €8.80 მილიარდს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ბანკის სუფთა მოგება საანგარიშო პერიოდში €2.92 მილიარდამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ბაზრის მოლოდინი €2.62 მილიარდს არ აღემატებოდა. რაც შეეხება ერთ აქციაზე გამომუშავებულ მოგებას, ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების წინასწარ საპროგნოზო ნიშნულებს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, წარმატებული კვარტალური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ევროპის უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2026 წლის ფინანსურ პროგნოზს გადახედა. ASML-ის განახლებული გეგმით, 2026 წლისთვის წლიური სუფთა შემოსავალი €43 მილიარდიდან €45 მილიარდამდე დიაპაზონში განისაზღვრა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით საშუალოდ 16%-იან ზრდაზე მიუთითებს.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ ASML-ის აქციების ფასი ამსტერდამის ბირჟაზე 7%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 624 მილიარდ ევროს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებსიმედი
  • ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლისნეტგაზეთი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყოფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE