მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე
როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე

როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 13:20|bm.ge

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სერტიფიცირების ვალდებულება დარგისთვის დამატებითი ხარჯია, თუმცა საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის ეს დიდი ტვირთი არაა - ამის შესახებ “მეღვინეობა შილდას” დირექტორი აცხადებს.

როგორც ირაკლი უგლავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, აღნიშნული ვალდებულება ერთი მხრივ, დამატებით ბიუროკრატიას მოითხოვს, თუმცა მეორე მხრივ, პროდუქციის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით ბიზნესისთვის სარგებლის მომტანია.

“ისევე როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, კარგია მომხმარებლისთვის, რომ პრაქტიკულად დარწმუნებული არის თითოეული წარმოებული ბოთლის ხარისხში. იმიტომ რომ სერტიფიკატს ეს მოაქვს, თითოეული ლოტი ღვინიდან თვითონ ნიმუში მიდის ღვინის სააგენტოში და კონტროლდება ხარისხი. ამის გამოყენება კარგად შეიძლება მარკეტინგულადაც და ჩვენ საკმაოდ კარგად ვიყენებთ ჩვენს პარტნიორებთან, იმპორტიორებთან. ვიყენებდით იმ რეგულაციებსაც, რაც დანერგილია მათ შორის ელექტრონული კადასტრი, სახელმწიფოს თანდასწრება ყურძნის მიღების დროს, გადამუშავების დროს, პრინციპში, ყველა ამ თემის გამოყენება მარკეტინგულადაც კარგად შეიძლება.

თუმცა მეორე მხრივ, დამატებით საკმაოდ დიდი სამუშაოა, მათ შორის ჩვენგანაც ითხოვს დამატებით რესურსს, დამატებით თანამშრომლების აყვანას და ხარჯიანია. მესმის პატარა მარნების, რომელთათვისაც მტკივნეულია ეს საკითხი. ალბათ არსებობს რაღაც გადაწყვეტები ევროპულ ქვეყნებში. თუმცა ჩვენ ამ რეგულაციას ვემორჩილებით და მივყვებით, ჩვენთვის იმდენად მტკივნეული არ არის, იმიტომ რომ დიდი კომპანიები სერტიფიკატს ექსპორტზე ისედაც ვაკეთებდით და ადგილობრივი ბაზარი იმდენად მცირე არის ზოგადად მეღვინეობისთვის, რომ ეს თემა დიდ ტვირთად არ გვაწვება. მსხვილი და საშუალო კომპანიებისთვის იმდენად მტკივნეული არ არის, არც ხარჯების თვალსაზრისით, არც ე.წ. ბუღალტერიის თვალსაზრისით, რომელიც გაუჩნდათ პატარა მარნებს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან თავიანთ პროდუქციას”, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაციისთვის შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური 1 სექტემბერს ამოქმედდა, რომლის ტარიფიც 10 ლარით განისაზღვრა. მოგვიანებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული გადასახადი მცირე მარნებისთვის გააუქმა, თუმცა ძალაში დატოვა თავად სერტიფიცირების ვალდებულება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • კაია კალასი: მტკიცედ ვართ უკრაინის მხარესფორმულა
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაარუსთავი 2
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
მხარეს →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE