მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რთველი კარგად მიმდინარეობს" - მეღვინეობა "ფაფრის ველის" მოლოდინები
"რთველი კარგად მიმდინარეობს" - მეღვინეობა "ფაფრის ველის" მოლოდინები

"რთველი კარგად მიმდინარეობს" - მეღვინეობა "ფაფრის ველის" მოლოდინები

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 12:16|bm.ge

„იმედის თვალით ვუყურებთ, რომ წლევანდელი რთველის ხარისხი კარგი იქნება“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ღვინის მარანი „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კახეთში რთველი უკვე დაიწყო. ქურდაძის ინფორმაციით, ახაშენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შედარებით ცხელი ზონაა, რის გამოც რთველს ისინი ჩვეულებრივზე ადრე იწყებენ.

„ჩვენს ვენახებში რთველი უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ახაშენი საკმაოდ ცხელი ზონაა ტემპერატურული რეჟიმის თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ შედარებით ადრე ვიწყებთ ხოლმე რთველს. კარგად მიდის, კარგი მოსავალია, კმაყოფილები ვართ, რაოდენობაც კარგია. ჩვენი საკუთარი ვენახებიდან შეგვაქვს ყურძენი ჩვენსავე მარანში, შესაბამისად, იმედის თვალით ვუყურებთ, რომ წლევანდელი რთველის ხარისხიც კარგი იქნება“, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

„ფაფრის ველი“ კახეთში, სოფელ ახაშენის მიმდებარედ, ფაფრის მინდვრებზე მდებარე ბიო-ორგანული მეღვინეობაა. კომპანიამ ვენახების გაშენება 2004 წელს დაიწყო, დღეს კი 9.3 ჰექტარზე საფერავისა და რქაწითელის ვენახებს ამუშავებს. „ფაფრის ველი“ ბიოღვინოს ძირითადად ქვევრის მეთოდით აწარმოებს და მისი პროდუქცია 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე გადის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტიარუსთავი 2
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
  • ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობსფორმულა
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

არსებობს ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ - ტრამპი

არსებობს ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ - ტრამპი

BM.GE

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

BM.GE

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

BM.GE