მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ფორმულა|formulanews.ge

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ცესკოს ცნობით, არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია "ქართული ოცნებისა" და "ლელო-ძლიერი საქართველოს", მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან ორივე პარტიის კანდიდატები, ახმეტაში კი მხოლოდ "ქართული ოცნების".

შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.

"გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა", - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მუნიციპალიტეტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • მზის მიკროსადგურები დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში - უწყვეტი ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროთი 58 ოჯახი ისარგებლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდანეტგაზეთი
  • "ქართული საგალობლები" - ფესტივალს საჩხერის მუნიციპალიტეტი მასპინძლობსრუსთავი 2
  • სტიქიის პრევენციისთვის 28 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა ₾3.9 მილიონით გაიზარდაBM.GE
მუნიციპალიტეტის →

მსგავსი სტატიები

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

ფორმულა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

ფორმულა

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი წარედგინება

ფორმულა

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო

ფორმულა