მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი 2027 წლიდან სურსათის ფასების მონიტორინგს იწყებს - რისი უფლება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს?
რუსეთი 2027 წლიდან სურსათის ფასების მონიტორინგს იწყებს - რისი უფლება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს?

რუსეთი 2027 წლიდან სურსათის ფასების მონიტორინგს იწყებს - რისი უფლება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს?

BM.GE4 აგვისტო, 2026, 22:03|bm.ge

რუსეთში მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში სურსათის ფასების მონიტორინგი დაიწყება. შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. დოკუმენტი ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა.

რუსული მედიის ცნობით, კანონის თანახმად, მთავრობა განსაზღვრავს უწყებების ჩამონათვალს, რომლებსაც უფლება ექნებათ ფედერალური საგადასახადო სამსახურისგან (ФНС) მოითხოვონ მონაცემები იმ კომპანიებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სურსათით ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში საქმიანობენ.

„მონიტორინგს დაექვემდებარება ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც „როსსტატი“ ინფლაციის გამოთვლისას იყენებს. უწყებები შეძლებენ მიიღონ მონაცემები რეალიზაციის მოცულობის, შემოსავლების, ხარჯებისა და ბაზრის მონაწილეთა მოგების შესახებ, ასევე ინფორმაცია მიწოდების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე არსებული ფასების თაობაზე. მონაცემები გამოყენებული იქნება ფასების დინამიკის ანალიზისა და მათი მკვეთრი ზრდის მიზეზების გამოვლენისთვის. ამასთან, ეს ინფორმაცია გაჟღერებას (გამჟღავნებას) არ ექვემდებარება, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა“, - წერს რუსული მედია.

24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 6–7%-მდე გაზარდა (ივნისში მარეგულირებელი 4,5-5%-ს ელოდა). ცენტრალურ ბანკში ელიან, რომ 2027 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლებს დაუბრუნდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში ფასების დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვოლატილურმა პოზიციებმა იქონია. მათ შორის - საავტომობილო საწვავმა და ხილ-ბოსტნეულმა. სტაბილური ინფლაციის შეფასება წლიურ გაანგარიშებაში 4-5%-ის ფარგლებში რჩება“, - აცხადებნენ რუსეთის ცენტრალურ ბანკში.

27 ივლისს პუტინმა ქვეყანაში ინფლაციის დაჩქარების რისკების შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეკონომიკური სისტემა მდგრადია. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთი, სხვა განვითარებული ეკონომიკებისგან განსხვავებით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს - ჩინეთის, აშშ-ის და ინდოეთის შემდეგ, ხოლო ევროპაში პირველს, ეკონომიკური ზრდის ტემპით კი ევროკავშირს უსწრებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • Reuters: კეშ პატელის ხელმძღვანელობით, FBI ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტოდ აფართოებსიმედი
  • ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს გადასცემსფორმულა
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
  • რუსეთში შეტევა იყო უნივერსიტეტზე, სადაც დრონებს აპროექტებენტვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გათიშვის ფონზე, საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება 4-ჯერ შემცირდა

გათიშვის ფონზე, საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება 4-ჯერ შემცირდა

BM.GE

საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა

საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა

BM.GE

ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

BM.GE

ლაშა ხუციშვილი მარკ კლეიტონს და გარეთ უორდს შეხვდა - რა განიხილეს?

ლაშა ხუციშვილი მარკ კლეიტონს და გარეთ უორდს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE